
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწრო და შეხვედრის დასრულების შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა:
"საქართველოს ვგულშემატკივრობდი. ნებისმიერ შემთხვევაში - ყოჩაღ".

ხაბიბმა "ბარსელონას" და "რეალის" ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუსთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. აგრეთვე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდა.