რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მძიმე წონაში მაიკ ტაისონმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ კრივის სადებიუტო მატჩში ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი კარგად გამოიყურებოდა ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.
ეს განცხადება კონორის ყურადღების მიღმა არ დარჩა და მან მაიკს "თვითერის" საშუალებით მიმართა:
"მადლობა მაიკ. თუ გავითვალისწინებთ ჩემ ამჟამინდელ ცოდნას მეივეზერის სტილის შესახებ, მე ამოვხსნი თავსატეხს და მას დავამარცხებ. სიცოცხლეს ვიფცავ."
ამჟამად ტაისონი რინგზე დასარბუნებლად ემზადება. ონლაინ მედიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით, ის და ევანდერ ჰოლიფილდი მესამე შეხვედრას გამართავენ, თუმცა მხარეებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
კონორ მაკგრეგორი, კი რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულის დაბრუნებას აპირებს, ხოლო მოგვიანებით ნახევრადსაშუალო დივიზიონის დაპყრობას, კრივში ბედი 2017 წელს მოსინჯა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერი იყო. მაკგრეგორი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.