მსახიობები, რომლებიც თავიანთ ფილმებში ოსტატურად ასრულებენ საბრძოლო ხელოვნებების ილეთებს, მუდამ რჩებიან ერთი დიდი კითხვის ქვეშ: "რას იზამენ ისინი რეალურ ბრძოლაში?" რა თქმა უნდა, ფანები მსახიობს უჭერენ მხარს, ხოლო სპორტის მოყვარულები მათ შანსებს ვერ ხედავენ რეალურ ბრძოლაში. ეს კითხვა კი ყველაზე ხშირად ჩაკ ნორისის, სკოტ ედკინსისა და ბრიუს ლის მისამართით ისმის.
ცნობილი ადამიანების სპორტული წარსულის ინფორმაციის მოპოვება რთულია, მით უმეტეს, თუ ეს გასული საუკუნის წარმომადგენლებს ეხება. თუმცა ჟურნალისტებმა ბრიუს ლის ერთადერთ ოფიციალურ ბრძოლას მიაგნეს.
1958 წლის 29 მარტს წმინდა ფრანცისკ ქსავიეს კოლეჯში ბრიუსი გერი ელმსს დაუპირისპირდა. შეხვედრა 3-რაუნდიანი იყო და კრივის წესებით მიმდინარეობდა. 3 რაუნდის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება ლის მისცეს. ამის შესახებ ცნობები იმ პერიოდის გაზეთში მწერალმა მეტიუ პოლიმ მოიპოვა, რომელმაც მოგვიანებით ლიზე წიგნიც დაწერა.
სავარაუდოდ, ეს იყო კრივის ყველაზე უცნაური მატჩი, რამეთუ ბრიუსს უწევდა კუნგ-ფუს ელემენტები გამოეყენებინა, ხოლო გერის ამ უცნაური ჩხუბის ადაპტაცია მოეხდინა.
მიუხედავად იმისა, რომ ელმსის კლასელები მას, როგორც კარგ მოკრივეს, ისე ახასიათებდნენ, მაინც ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. თავის მხრივ, ბრიუსმა ვერ შეძლო გერის დანოკაუტება და ეს ხელთათმანის სირბილით ახსნა.
ეს იყო ბრიუს ლის ერთადერთი ოფიციალური ბრძოლა. მას შემდეგ მან წმინდა ჯორჯის კოლეჯი მიატოვა და საბრძოლო ხელოვნებების უნარების გაღრმავებას მიჰყვა. ერთ დროს მის ვარჯიშებს იპ მენი ხელმძღვანელობდა.
მალე ლი პოპულარული პიროვნება გახდა, ხოლო მისმა ყოფილმა მოწინააღმდეგემ მსოფლიოს გარეშე მოგზაურობა დაიწყო და დიდ ბრიტანეთში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"გერის ნამდვილად ჰქონდა ბრიუს ლის წინააღმდეგ ბრძოლა ჩატარებული, მაგრამ ის არასდროს იყო პროფესიონალი მოკრივე. ის საოცარი ადამიანი იყო, წყნარი და თავმდაბალი. ძალიან ბევრს კითხულობდა. არავინ, ვისაც ვიცნობ, მასზე ცუდს არ იტყვის. პირიქით, ყველანი ცდილობდნენ მასთან დროის გატარებას, ის იყო საინტერესო ადამიანი." - ამბობს გერი ელმსის და.