"მე UFC-ის მებრძოლი ვარ" - თქვა და 8 ადამიანი დაცხრილა

AutoSharing Option
ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში უცნობმა მამაკაცმა ერთ-ერთი ბარის შესასვლელთან 8 ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

The NEW York Times-ის ინფორმაციით, პიროვნება ბარში სიმთვრალის გამო არ შეუშვეს. მეგობრებთან ერთად მოსულმა მამაკაცმა მანქანის საბარგულიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ბარის შესასვლელში მყოფი ადამიანების მისამართით დაიწყო სროლა.

"ის საკუთარ მანქანასთან მიბრუნდა, იქიდან ავოტმატი ამოიღო და ქუჩა გადმოკვეთა. ცეცხლის გახსნამდე კი დაიძახა: "არ იცით ჩემი ვინაობა? მე ხომ UFC-ის კალიფორნიელი მერბროძოლი ვარ!,"- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

სროლის შედეგად 23-დან 41 წლამდე ასაკის 3 მამაკაცი და
5 ქალი დაიჭრა. საბედნიეროდ, მიყენებული ჭრილობების შედეგად არავინ გარდაცვლილა. პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიᲭო ამბობენ ჯონსი საკუᲗარ Თავს აᲦარ გავსო და იქნებ ეგ იყო
გოგა
13:46 14-06-2020
3

სიახლეები პოპულარული