2004 წლის 20 ივნისს Pride-ის მძიმე წონის გრან-პრის 1/4-ფინალურ ეტაპზე რუსი მებრძოლი ფედორ ემელიანენკო და ამერიკელი კევინ რენდლმანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა წუთ-ნახევარში ემელიანენკოს გამარჯვებით მას შემდეგ დასრულდა, რაც რენდლმანმა უსაშინლესი გდება გაუკეთა რუს მებრძოლს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ემელიანენკო არათუ ბრძოლას ვერ გააგრძელებდა, არამედ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. თუმცა გდებიდან რამდენიმე წამში ფედორმა ამერიკელი მებრძოლი მტკივნეული ილეთით დაამარცხა. იხილეთ ვიდეო.