ნოკაუტი 48 წამში - UFC-ის იაპონელმა მებრძოლმა მეტოქე არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივნისის საღამოსა და 28 ივნისს, ლას ვეგასში UFC-ის საღამო გაიმართა, რომლის ცენტრალურ დაპირისპირებაში პორიემ ჰუკერი დაამარცხა, თუმცა ყველაზე ეფექტური ბრძოლა კი ღონისძლიების დასაწყისში ჩატარდა.

საშუალოწონოსანები - ტაკაში სატო და ჯეისონ უითი თავიდანვე აქტიურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, იაპონელმა კი დრო იხელთა და მეტოქეს პირდაპირ სახეში მოარტყა, შემდეგ მარცხენაც მიაყოლა და მალე დაამთავრა საქმე.

სატოს გასამარჯვებლად მხოლოდ 48 წამი დასჭირდა და ეს მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. UFC-ში იაპონელი 2019 წლის აპრილიდან გამოდის და მესამე ბრძოლაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საღამოს ეს
ერთადერთი ტექნიკური ნოკაუტი იყო. დანარჩენი ბრძოლები ან მსაჯების გადაწყვეტილებამდე გაგრძელდა ან მებრძოლთა დანებებამდე.

alt8 აგვისტოს ვიბრძოლებ და მზად ვარ ყველა შევჭამო - მაყაშვილი რუს თემიროვს შეხვდება [PHOTO]

alt"წესით, ხერხემალში უნდა გადამტყდარიყო, მაგრამ იმ წამსვე მოიგო" - მომენტი, როცა ემელიანენკომ მსოფლიო შეძრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული