გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
სულ რამდენიმე წუთის წინ, აბუ-დაბიში, ე.წ "მებრძოლთა კუნძულზე" ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის მასშტაბით მეოთხე ბრძოლა გამართა.

ჭიკაძის მეტოქე საკმაოდ ძლიერი ომარ მორალესი იყო, რომელიც ერთი შეხედვით, ფავორიტად მოიაზრებოდა. აღსანიშნავია, რომ ვენესუელელმა ამ დრომდე ჩატარებული 10 შეხვედრიდან ყველა მოიგო, მისი ძალიან კარგი სერია კი ქართველმა მებრძოლმა დაასრულა.

გიგა სამივე რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და პრაქტიკულად ყველა კომპონენტში უკეთესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი დარტყმებიც მიიღო, არბიტრთათვის გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავ! გაიხარე და გაახარე შენი ქვეყანა!
Alexandre
11 ოქტომბერი 2020 12:50
0
გაიხარე!
ჰაჰა
11 ოქტომბერი 2020 12:09
0
ტყუილად კი არ ჰქვია ქართველი ნინძა!
გულშემატკივარი
11 ოქტომბერი 2020 15:06
0
ძალიან ,,კლასნია", მევასება ამის სტრაიკინგი!
aleksandre
11 ოქტომბერი 2020 15:07
0
სასახელო ქართველი. გაიხარე.
მაია
11 ოქტომბერი 2020 14:10
0
გიგა ყოჩაღ, გილოცავ. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ.
G.LA
11 ოქტომბერი 2020 14:35
0
შენ გენაცვალე ძმაო! ქართველებს გაუმარჯოსო რო ამბობს, მაგ დრო ყველაზე მეტად მეამაყება რო გიგასნაირი კლასის სპორტსმენი ქართველი კაცია. მადლობა გიგა!
buba
12 ოქტომბერი 2020 13:05
0

სიახლეები პოპულარული