UFC-ის ნახევრად საშუალო წონის მებრძოლმა ზელიმ იმადაევმა პარიზში მომუშავე ფრანგი მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელი გმირად მოიხსენია.
პატი 16 ოქტომბერს 18 წლის ჩეჩენმა აბდულახ ანზოროვმა მოკლა. დიდი დანით შეიარაღებული ახალგაზრდა ჩეჩენი პატის თავს ქუჩაში, სკოლის მახლობლად დაესხა და კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, სიკვდილის შემდეგ კი თავი მოაჭრა.
საზარელი მკვლელობის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს თავისუფალი სიტყვის გაკვეთილზე Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.
თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელები საკმაოდ მალე დაეწივნენ ანზოროვს მეზობელ ქალაქში, მაგრამ მკვლელი არ დანებდა და ადგილზე მოკლეს.
იმადაევმა კი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ანზოროვი გმირად მოიხსენია. რუსეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთმა მებრძოლმა ალბერტ დურაევმა იმავე ქსელში დაწერა: "საფრანგეთში თავისუფალმა სიტყვამ აზრი დაკარგა" და ტექსტის