"ნამდვილი ბო*ი ხარ" - ოსმა ფეხბურთელმა რუს ჩოგბურთელს თამაშის წაგების გამო აგინა

AutoSharing Option
"ალანიას" ნახევარმცველმა ვლადიმირ ხუბულოვმა რუს ჩოგბურთელს, დარია კასატკინას, მას შემდეგ აგინა, რაც უიმბლდონის მეორე რაუნდიდან ალენა ოსტაპენკომ გამოთიშა (1:6 6:3 6:8).

მესამე სეტში 24 წლის ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგე 3-ჯერ დააბრეიკა, მატჩზე 2-ჯერ აწვდიდა, თუმცა გეიმის მოგება ვერც ერთხელ მოახერხა (5:4 და 6:5).

კასატკინამ 20 წლის ფეხბურთელთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა, ხუბულოვი ჩოგბურთელს "ინსტაგრამზე" სწერს:

"ნამდვილი ბო*ი ხარ, ბრეიკითა და 30:0 წინ იყავი და ბოლოს ჩაი*ვი, წადი შენი, იაფფასიანო ბო*ო!"

ვერაფერს იტყვი, ნამდვილი ჯენლტმენის საქციელია...

საპასუხოდ, გოგონამ "ალანიას" მისთვის ბონუსის მიცემისკენ მოუწოდა:

"ასეთი
მამაკაცები თამაშობენ ფეხბურთს ჩვენთან, "ალანია", ტოტალიზატორში წაგებულის ფულის სანაცვლოდ ბონუსი ბონუსი გამოუწერეთ!"

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ხა ხა ხა,რა დააბრეიქა,რის დააბრეიქა?ნახევარ საქართველოს არ ესმის თქვენი ტერმინოლოგია.პორტუგალიური სიტყვები იხმარეთ არ სჯობს?
გიუშა
03 ივლისი 2021 23:03
3
ეგრე რა. ისევ ჩვენებური ოსი თუ მოიქცევა "კაცურად" თორე ჩრდილოელები სულ გალიბერალდნენ. ეტყობა წაკითხული აქვს ხუბულოვს ქართული ანდაზა: მოყვარეს პირშიო და მტერს უკნიდანაო.
haha
03 ივლისი 2021 13:32
6
ახია ხუბულოვზე.კასატკინაზე ფსონს როგორ ჩავიდა,თანაც ოსტაპენკოსთან.
ბიკენტი
03 ივლისი 2021 10:53
2
ეგენი და ჯენლტმენობა ?
ზურა
03 ივლისი 2021 10:32
5
ეტყობა დიდი ფული ქონდა დადებული და წააგო. აგინებდა აბა რას იზამდა
გრიგოლი1408
02 ივლისი 2021 16:39
9
რუსებს თავისი ცოდვებიც ეყოფათ.ეს ოსია.კავკასიელია და არ ეკადრებოდა ასე მიმართვა.გადაირია ხალხი მსოფლიო მასშტაბით.
პაატა
02 ივლისი 2021 15:39
23
გენეტიკურად კავკასიელები არიან, მეგობარო, შეგიძლია ინტერნეტში მათი ჰაპლო-ჯგუფი მოიძიო. ალანებმა მოახდინეს მათზე კულტურული ზემოქმედება და ინდო-ირანული ენაც იმიტომ აქვთ.
რატი
03 ივლისი 2021 20:08
2
ოსის კავკასიელობა არ გაიშვას არსად. ირანულ ენოვანი ეთნოსია.
გურჯი
02 ივლისი 2021 20:13
10
მერე ზოგს უკვირს, რატომ არ უყვართ კავკასიელებიო.
გლეხი
02 ივლისი 2021 14:23
22
ოსტაპენკო. ლატვიელი რომ არის და უკრაინული გვარით, ეს ვერ აიტანა რუსმა ხუბულოვმა :)
საბა
02 ივლისი 2021 12:54
10

სიახლეები პოპულარული