რუსი პირველი ჩოგბურთელი ქალის Coming Out - რუსი პოლიტიკოსი გაცხარდა, საუბარი დასავლეთზე, ბაიდენსა და ახალ კანონპროექტზე დაიწყო

AutoSharing Option
რუსეთის პირველმა ნომერმა ქალმა ჩოგბურთელმა დარია კასატკინამ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, ბლოგერ ვიტია კრავჩენკოსთან საუბარში Coming Out-ის შესახებ გამოაცხადა.

"კარადაში ცხოვრება და ასე გაძლება შეუძლებელია... დიახ, შეყვარებული მყავს... ყველა თავად ირჩევს იმ გზას, თუ როგორ გაიხსნება და იტყვის სიმართლეს, ჩემთვის კი მთავარია, რომ პირველ რიგში კომფორტულად თავი მე ვიგრძნო.

ვფიქრობ, გოგონებს ერთმანეთის გაგება უფრო კარგად შეუძლიათ, ვიდრე ქალსა და მამაკაცს და გოგონებს შორის გაუგებრობა უფრო ნაკლები იქნება. მათ უკეთ იციან, თუ რა იქნება ერთმანეთისთვის საუკეთესო", - ამბობს კასატკინა. 

კასატკინას ამ აღიარებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი რომან ტერიუშკოვი, რომელმაც თქვა:

"სიმართლე გითხრათ, მიჭირს ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ რუსი ხალხი ვართ! ჩვენ გვაქვს ტრადიციული, კულტურული, მორალური ღირებულებები, რომლებსაც თაობიდან თაობას გადავცემთ.

ყველაფერი, რაც ჩვენთან მოდის დასავლეთიდან, იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება. ჩემმა კოლეგებმა სახელმწიფო სათათბიროში ახლახან მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობის პროპაგანდას.

რუსეთში ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და წახალისებული! ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს და ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით.

ასე იცხოვრონ ევროპამ და ამერიკამ. ბაიდენი ამაყობს იმით, რომ მას ადმინისტრაციაში უფრო მეტი LGBT ადამიანი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაში. მეჩვენება, რომ ეს სიამაყის უცნაური მიზეზია.

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის, საბჭოთა რუსეთიდან დაწყებული, კერპები იყვნენ და კასატკინა არ არის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი.

ჩვენი სპორტი, სამწუხაროდ, ახლა მძიმე პერიოდებს გადის. როგორც სულიერ და მორალურ ფასეულობებთან მიმართებით, ასევე სპორტული მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით.

ბევრი სპორტსმენისთვის ეს ერთი ჭიქა წყლის დალევას ჰგავს. არაფერს არ უყურებენ და მწვრთნელები ამხნევებენ! ამის დაშვება არ შეიძლება. ეს ბოლოა", - თქვა ტერიუშკოვმა.

აქვე გეტყვით, რომ 25 წლის კასატკინა ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. მას ერთეულთა თანრიგში WTA-ს 4 ტიტული აქვს მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამას ეტყობა ვიზა უნდა ევროპაში ან ამერიკაში :)
dato
16:09 19-07-2022
13
პორტალ სათაური სხვანაირად დააწერეთ სტატიას, 90% ვერ ხვდება ეგ რას ნიშნავს, თუ გერიდებათ რუსი ქალი ჩოგბურთელი ლესბო ყოფილაო ის მაინც დაწერეთ რუს ჩოგბურთელ ქალს ქალი ყვარებიაო ასე უფრო მიხვდება ხალხი და სტატიასაც მკითხველი ეყოლება დდდდდ
გიო
15:00 19-07-2022
7

სიახლეები პოპულარული