UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა კონორ მაკგრეგორის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.
"ვფიქრობ, ის ოქტაგონზე ზაფხულში დაბრუნდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაში იქნება მისი ფეხი. ამ თემაზე სპეკულაცია სისულელეა. როცა კონორი დარეკავს და იტყვის, რომ მზადაა, მაშინვე მისთვის მეტოქის ძებნას დავიწყებთ" - განაცხადა დანამ.
შეგახსენებთ, 2020 წლის ივლისში ირლანდიელმა დასტინ პორიესთან დაპირისპირებისას პირველსავე რაუნდში ფეხი მოიტეხა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით