UFC-ის ყოფილი მებრძოლი და "ბელატორის" ტურნირის გამარჯვებული მაიკლ ფალკაო კვირას, გამთენიისას, მშობლიურ პელოტასში (ბრაზილია) დანით მოკლეს.
ექსმებრძოლი ღამის 3 საათზე მუცელზე მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამხრეთამერიკელის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიცია ჩადენილ დანაშაულს იძიებს.
შეგახსენებთ, ფალკაომ UFC-ში ერთადერთი ბრძოლა გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ორგანიზაციამ კი ქალზე ძალადობის გამო გაათავისუფლა. UFC-ის შემდეგ ბედი "ბელატორის" შეჯიბრებაშიც სცადა და გაიმარჯვა კიდევაც, თუმცა აქედანაც მალევე გაათავისუფლეს. მიზეზი კვლავ იგივე იყო, ბენზინგასამართ სადგურზე ქალბატისთვის მორიგი თავდასხმისთვის.