ნურმაგომედოვმა კონორისა და მეივეზერის ორთაბრძოლა გაიხსენა

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის შეხვედრა გაიხსენა.

"ხალხს მეივეზერისა და მაკგრეგორის ორთაბრძოლა არ ახსოვს, რატომ? იმიტომ, რომ ის ბრძოლაზე მეტად სპარინგს (ვარჯიშს) ჰგავდა. ჩემთვის ის რეალური შეხვედრა არ ყოფილა, რადგან მაკგრეგორი მოკრივე არ არის.

რაც ჩემსა და კონორს შორის მოხდა ბრძოლამდე, უშუალოდ დაპირისპირების დროს და ჩემი გამარჯვების შემდეგ, რეალური იყო" - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს მაკგრეგორი მეივეზერთან მე-9 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული