UFC-ის შვედ მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს, შესაძლოა, ორგანიზაციაში დაწინაურების მხრივ პრობლემები შეექმნას.
როგორც Sport24-ი წერს, ჩეჩნური ფესვების ათლეტი ამერიკაში იანვრის პირველ ნახევარში ჩავიდა, თუმცა აეროპორტში ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს (სავარაუდოდ, აშშ-ის ვიზა გაუუქმეს).
ახლა ჩიმაევი გილბერტ ბერნსთან ბრძოლისთვის ტაილანდში ემზადება. შეგახსენებთ, შვედურ-ბრაზილიური დაპირისპირება UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე (9 აპრილს) შედგება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით