"მე რელიგიური პიროვნება ვარ..." - ხაბიბი ნგანუსა და UFC-ის კონფლიქტს ეხმაურება

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფრენსის ნგანუსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შორის მომხდარ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, მხარეები ფინანსურ პირობებზე ვერ თანხმდებიან.

"ერთი რამ ვიცი, თუ კონტრაქტი გააფორმე, მაშინ ის სრულყოფილად უნდა შეასრულო. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია.

ნგანუს, დანა ვაითის ან UFC-ის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ ვიცი, რა ხდება მათ შორის, მაგრამ მინდა ახალ მებრძოლებს რჩევა მივცე: როდესაც კონტრაქტის გასაფორმებლად მიხვალთ, აუცილებლად წაიკითხეთ.

თუ 5-10-შეხვედრიან ხელშეკრულებას გააფორმებთ, მაშინ პირობები უნდა შეასრულოთ. მე რელიგიური პიროვნება ვარ, თუ კონტრაქტს ვაფორმებ, იმას 100%-ით
ვასრულებ.

გავიგე, რომ ფრენსისს ორგანიზაციასთან არსებული ხელშეკრულება დაუმთავრდა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა, ნგანუ, ხაბიბი, კამარუ უსმანი... თუ შეთანხმებას დადებ, ის უნდა შეასრულო. ამიტომ, სანამ ხელს მოაწერთ, აუცილებლად წაიკითხეთ პირობები" - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული