"გამარჯვებას პირველივე რაუნდში ვაპირებ" - თოფურიამ ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
18 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

თოფურიამ UFC Espanol-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში გამარჯვებას პირველივე რაუნდში აპირებს.

"ვფიქრობ, რომ პირველივე რაუნდში გავიმარჯვებ. თუ ფეხებში ჩამივარდება, აუცილებლად გავთიშავ. გამოცდილება მის მხარესაა, თუმცა თავს სრულყოფილ მებრძოლად მივიჩნევ.

ბრძოლისთვის კარგად მოვემზადე, ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიშისას რაიმე განსაკუთრებული ვცადეთ. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ამ ყველაფერში გურამ ქუთათელაძეც დამეხმარა, რადგან სტილით ვოლკანოვსკის ძალიან წააგავს. მოუთმენლად ველი ბრძოლას", - განაცხადა თოფურიამ.

altთოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა

მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ

alt"გვარი-თოფურია მსოფლიო გამარჯვების სინონიმად იქცევა" - ილიას პოსტი სოციალურ ქსელში

altთოფურია/ვოლკანოვსკი - დვალიშვილი/სეჰუდო - ორი უდიდესი ქართული ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგრათ მინდა ილიამ მოიგოს თავის თავად მარა არი ესეთი ნათქვამი ყ...ე ზევით ვერ ახტებიო. ხოდა ილია მიდი ძმაო არგინდა ამდენი ლაპარაკი გადი და შედეგი გვანახე. ვოლკი არა ვიღაც ფარჩაკი მებრძოლი ხო იცი. ხოდა გფარავდეს უფალი !!!
კახა
13 თებერვალი 2024 16:55
0
კაი და ღმერთმა დაიფაროს და წააგოს მაინტერესებს როგორი შთაბეჭდილება დაგრჩება,მერე რას იტყვი რითი გაამართლებ ესეთ ქცევას,ბევრი ვითომ თგრგუნავს მეტიქეებს ესეთი ქცევით და ბოლოს წაგების შემთხვევაში სასაცილო და დაცინვის ადრესატები ხდებიან,ძლიერი ხარ?მოიგე ღირსეულად ამას უფრო მეტი ფასი ექნება,თუ წააგებ დასაცინი არ გახდები.
დდ-ს
13 თებერვალი 2024 13:05
0
კაი და ღმერთმა დაიფაროს და წააგოს მაინტერესებს როგორი შთაბეჭდილება დაგრჩება,მერე რას იტყვი რითი გაამართლებ ესეთ ქცევას,ბევრი ვითომ თგრგუნავს მეტიქეებს ესეთი ქცევით და ბოლოს წაგების შემთხვევაში სასაცილო და დაცინვის ადრესატები ხდებიან,ძლიერი ხარ?მოიგე ღირსეულად ამას უფრო მეტი ფასი ექნება,თუ წააგებ დასაცინი არ გახდები.
დდ-ს
13 თებერვალი 2024 12:47
0
ამ ვითომ გულშემატკივრებმა კლავიატურის ჩხაკუნის მეტი რომ არაფერი იცით: ჯერ ერთი ილიამ ასე უნდა ილაპარაკოს, რომ დათრგუნოს მოწინააღმდეგე, ყოველი ფრაზა მოქმედებს ასეთ დროს მეტოქეზე, მერე მეორე ეს უდიდესი შოუა, სადაც გამარჯვებული მულტიმილიონერი ხდება და ეს ბაქიბუქიც ამ შოუს ნაწილია. ...და ბოლოს, როდის იყო ნაღდი გულშემატკივარი ასეთი ბრძოლის წინ სპორტსმენს ყვავივით დასჩხაოდა, რომ ფრთხილად, წინ არ დაგიხვდეს ნათქვამიო.
08 თებერვალი 2024 16:39
3
ილიას ასეთი ტონი ბრძოლისწინა ტაქტიკით არის გამოწვეული ცდილობს გააღიზიანოს მეტოქე, მარკეტინგულად საინტერესო ტიპი გახდეს და ამავე დროს აჩვენოს, მოწინააღმდეგეს რომ თვითონ თავდაჯერებულია! ეს ტონი არ ნიშნავს რომ ბაქიაა ან ვოლკანოვსკის პატივს არ სცემს. დარწმუნებული ვარ პატივსაც სცემს და ძალიან ფრთხილ ბრძოლად ჩაატარებს და შეეცდება ქულებით მოუგოს!!! ილია და მერაბი წარმატებები ბიჭებო!! თქვენს გვერდით მთელი საქართველო და ესპანეთია!!!!!!
Pepelu
08 თებერვალი 2024 14:54
1
ილია ცოტას ხო არ ბაქიბუქობ, მესმის ძლიერი და წარმატებული ხარ მაგრამ ეგ ლაპარაკი ცუდად არ დაგხვდეს წინ. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები
რაბუ
08 თებერვალი 2024 12:56
0
რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობ მაგრამ მისი ესეთი ხმამაღალი განცხადებები არ მომწონს ამ ბრძოლას შეუძლია როგორც მწვერვალზე აიყვანოს ისე დაანარცხოს მიწაზე უძლეველი არავინ არის რათქმაუნდა ჰაიპი მესმის მაგრამ ძალიან აგრესიულია განცხადებებში წარმატებები ილიას და მერაბსს
lasha
08 თებერვალი 2024 12:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული