UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ ჩემპიონს, ილია თოფურიას ალიკანტეში დიდებული დახვედრა მოუწყვეს.
მოგეხსენებათ, 18 თებერვალს ქართველმა მებრძოლმა ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი საკუთარ სტილში, მეორე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ შერეულ საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციაში ჩემპიონი გახდა.
27 წლის ქართველსა და მის მეუღლეს წითელი ხალიჩა გაუფინეს, ირგვლივ ქართულ-ესპანური დროშები გამოფინეს და ქართული ცეკვაც მიუძღვნეს.