საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე MMA-ს ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა, რომელიც გუშინ სამშობლოში დაბრუნდა.
Facebook-ზე, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.
ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად", - წერია განცხადებაში.
UFC-ის ჩემპიონი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
12:10 19-03-2024
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 30 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხალხს მართლა ვერ გამოაქვს წაკითხულიდან შინაარსი!!!!!!!!! :)))))))))) მინდა შევინარჩუნოო!! ესეიგი აქვს მოქალაქეობა და ესპანეთი რომ მიანიჭებს თუ უკვე მიანიჭა მერე არ დაკარგოს!!1 ესეთი საკითხები გვარდება და ილიას შემთხვევაშიც მოგვარდება!!!!!!!!
8
0
ირაკლი ხომ არ დავირქვა მეც? პრემიერობა მინდა.
4
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული