რომან დოლიძის (13-3) ბრძოლა მოახლოვდა - ქართველი UFC-ის მებრძოლი თავის მორიგ შეხვედრას UFC 307-ზე გამართავს. რომანმა წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის. ეს დაპირისპირება რომანისთვის UFC-ში რიგით მე-11 იქნება. მან 10 შეხვედრიდან 7-ში მოახერხა გამარჯვება, 3 კი მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო. რომანი ამერიკელ გამოცდილ მებრძოლ კევინ ჰოლანდს (26-11) დაუპირისპირდება, რომელმაც რომანის მსგავსად ბოლო ოთხი ბრძოლიდან ორში გამარჯვებას მიაღწია, 2 კი დათმო.
ცნობისათვის, ხსენებული დაპირისპირება საშუალო წონით კატეგორიაში გაიმართება (84 კგ), ხოლო რომანმა თავისი წინა ბრძოლა ქვემძიმე წონაში ჩაატარა (102 კგ)
და გამარჯვება ასევე ამერიკელ ენტონი სმიტთან (38-20) მოიპოვა. ქართველი მებრძოლის დაპირისპირებას შეგიძლიათ 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათიდან ადევნოთ თვალი.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს 307, 256 და აშ