აბუ-დაბიში, UFC 308-ზე, ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის დაცვა მოახერხა. ბრძოლას მრავალი ცნობილი პიროვნება და მათ შორის ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერხიო რამოსი დაესწრო, რომელიც „ეტიჰად არენაზე“ პირველ რიგში იჯდა და თავის მეგობარს გულშემატკივრობდა.
რამოსმა ბრძოლის დაწყებამდე სიმბოლურად „ელ მატადორს“ ვარდი აჩუქა, ბრძოლის დასრულების შემდეგ კი სიხარული ვერ დამალა და საჩემპიონო ქამრით მასთან ერთად სურათი გადაიღო. „გილოცავ, ძმაო“, - უთხრა სერხიომ . თოფურიამ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რამოსის მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანია და მეგობრობას ძალიან აფასებს.