"გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია

AutoSharing Option
მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ამ­ბობს, რომ UFC-ის ჩემ­პი­ონ­თან, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ბრძო­ლა სურს. ხურ­ცი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობს.

"ტე­ლე­ვი­ზია რო­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ჩხუ­ბა­რი პარტნი­ო­რი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნი­ორს ვე­ჩხუ­ბე­ბი, "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი" ოღონდ, ისე არა. "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი", გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი და "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი", ბე­ბე­რი ავ­თან­დი­ლა ხურ­ცი­ძე და დავ­ცხოთ.

მაგ­რამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხ­დე­ბა. ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა, ერთი წელი მა­ინც. ამ ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებ და სა­რე­ი­ტინ­გო ბრძო­ლას....

არც მა­გის ქა­მა­რი მინ­და და არა­ფე­რი, ერთ ათ რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში ვე­ჩხუ­ბე­ბი,
თუ გინ­და, 12 იყოს. კი არ მივა მა­ნამ­დე ჩხუ­ბი, მა­ნამ­დე მოვ­ტე­ხავ მა­გას კი­სერს. გავ­თი­შავ, ოღონდ კრივ­ში, გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ექ­ნე­ბათ სა­ყუ­რე­ბე­ლი.

კი, მარ­თა­ლია ჩემს ჩხუბს არ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მე­რაბს ხომ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოვ­ჩნდე­ბი მეც", - ამ­ბობს ხურ­ცი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ, რო­მე­ლიც აშშ-ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხურ­ცი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მე­რა­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და:

"ამ­ბობთ, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დაო. ვიცი, რომ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ამით რა? მე თუ არ ვმუ­შა­ობ­დი, ე.ი. რე­კე­ტი­ო­რი ვარ? ახლა მუ­შა­ო­ბის ნე­ბარ­თვა არ მაქვს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვად მეთ­ვლე­ბა, მაგ­რამ ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ სხვა­ნა­ი­რად მო­ვი­პო­ვებ იმას, რაც უნდა მო­ვი­პო­ვო, რა პრობ­ლე­მაა. რინგზე რომ ვი­ჩხუ­ბო, არ შე­იძ­ლე­ბა?! და მე­ო­რე თემა, თქვენც რომ იცო­დეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სხვებ­მა ეს უკვე იცი­ან, რაც ბრალ­დე­ბა­ში მქონ­და, ხმო­ვა­ნი თუ ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ყველ­გან იყო. სა­სა­მარ­თლო­ში დვა­ლიშ­ვი­ლის ყვე­ლა ვი­დეო გა­მო­ი­ტა­ნეს“, - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში ხურ­ცი­ძე.

მა­შინ მე­რაბ­მა ხურ­ცი­ძეს ასე უპა­სუ­ხა:

"მე არას­დროს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მე­ზე არ და­ვუ­კი­თხი­ვარ პო­ლი­ცი­ას, არ მი­მი­ცია ჩვე­ნე­ბა არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ და არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მოწ­მე სა­სა­მარ­თლო­ში.

ყო­ველ­თვის, რი­თაც შე­მეძ­ლო, გვერ­დში ვე­დე­ქი გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს, რო­გორც ძმა და რო­გორც მე­გო­ბა­რი. ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩემ­ზე ით­ქვა, არის სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა. არ ვა­პი­რებ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს და ვფიქ­რობ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხი გავ­ცე ამ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას. გთხოვთ ყვე­ლას, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს.

მე მარ­თა­ლი ვარ ჩემი ოჯა­ხის, ჩემი კა­ცო­ბის, სამ­შობ­ლო­სა და ღმერ­თის წი­ნა­შე", - წერ­და დვა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 75 /
საშინელი ბოღმაა ეს კაცი.მის ფეისბუქზე შედით მოკვდებით სიცილით. ზუსტად მერაბის ბრძოლის წინა დღეს დაამწკრივა თავისი ქამრები და გოიმური ფოტოები გადაიღო თან დაასპონსორა
ანი
23 იანვარი 2025 01:45
0
რა ხდება? ღმერთო შური და ბოღმა მართლა არსებობს?
მერაბისაც გულვშემატკივრობთ და შენზეც არ დავიზარებთ,
რატომ ბრაზობ? მაინდამაინც ქართველს უნდა ჩაუდგე ჯინში?
იზა
21 იანვარი 2025 20:27
0
Rogor sheicleba aseti saubari ar grcxvenia xurcidze.merabs ar vicnob mara saqartvelo asaxela unda gixarodes website, da tu ki rame piradad ginda utxra piradad utxari ra sajiroa qalivit joraoba ubralod sircxvilia.me mgoni rom shuri da boghma ufro galaparakebs.
Tatia antia
22 იანვარი 2025 20:45
0
Bihs 4 dgeshi brjola ak xoar gamoklevda hveni boksiori pirikit gavamxneot kiar vanerviulod
Roland marneli
15 იანვარი 2025 20:46
0
ჰე, ახლა ესღა გვაკლდა, დაერიეთ ვანელებმა ერთმანეთს!!!!
giorgi
31 დეკემბერი 2024 16:09
0
“ახლა მუ­შა­ო­ბის ნე­ბარ­თვა არ მაქვს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვად მეთ­ვლე­ბა, მაგ­რამ ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ სხვა­ნა­ი­რად მო­ვი­პო­ვებ იმას, რაც უნდა მო­ვი­პო­ვო, რა პრობ­ლე­მაა. რინგზე რომ ვი­ჩხუ­ბო, არ შე­იძ­ლე­ბა?! “

არა- არ შეიძლება.
ნებისმიერი აქტივობა რომლის შედეგი ფინანსური სარგებელია - იქნება კანონდარღვევა, გინდა სცენაზე იმღერე, გინდა რინგზე იჩხუბე და გინდა შალახო იცეკვე!
რამნიშვნელობააქვს
05 ნოემბერი 2024 18:41
0
რომც დაიმდაბლოს ავთოს ბოქსში ვერმოუგებს. ისე კი
urekski
04 ნოემბერი 2024 21:19
6
ამ ფრიკს რაღა უნდა? ამისმა მატარებელმა ჩაიარა.
Guy Taylor
04 ნოემბერი 2024 18:28
0
არ მგონია დვალიშვილმა თავი ისე დაიმდაბლოს რომ ამ არარაობას შეხვდეს!
Emzar
04 ნოემბერი 2024 14:43
2
რა სისულელეებს წერს ეს ბიჭი
მედეა
04 ნოემბერი 2024 11:22
0
ეს ლურსმანს აცდენილი ჩაქუჩი ვისია?
ვანდა ჯიქია
04 ნოემბერი 2024 11:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული