საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის" ორგანიზებით, სოფელ თამარისის სტადიონზე, გაიმართა საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი ახალგაზრდებს შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა თამთა ნავერიანმა ხოლო 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა სალომე ხარშილაძე.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა
18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია გოგონები:
პირველი ადგილი: თამთა ნავერიანი
მეორე ადგილი: ნუცა მასპინძელაშვილი
მესამე ადგილი: ანანო ბოლოკაძე
18
წლამდე ასაკობრივი კატეგორია ბიჭები:
პირველი ადგილი: თემურ დავითაძე
მეორე ადგილი: ირაკლი ოთიაშვილი
მესამე ადგილი: ცოტნე ბერაძე
21 წლამდე ასაკობრივი კატეგორია გოგონები:
პირველი ადგილი: სალომე ხარშილაძე
მეორე ადგილი: თამუნა ღირსიაშვილი
მესამე ადგილი: გვანცა არჩვაძე
21 წლამდე ასაკობრივი კატეგორია ბიჭები:
პირველი ადგილი: თემო მაკიევი
მეორე ადგილი: დავით ბასილაძე
მესამე ადგილი: სანდრო მაჭავარიანი
ჩემპიონატი გაიმართა მსოფლიო ფედერაციის "WORLD ARCHERY" (WA)-ის წესების მიხედვით. სასროლი დისტანცია 18 წლამდე სპორტსმენების შეადგენდა 60 მეტრს, ხოლო 21 წლამდე სპორტსმენებისთვის 70 მეტრს.
შეჯიბრება იყო სარეიტინგო და ითვალისწინებდა მოსამზადებელ ეტაპს 2023 წლის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირებისთვის.
ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით და დიპლომებით.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე გათამაშდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობის დამფუძნებლის და პირველი მწვრთნელის, გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი, რომლის მფლობელის თემურ მაკიევი გახდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.