ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

26 აგვისტოს, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი ბელორუსი ბელორუსი არტსიომ კოზირი გახდა (38,161).

- ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კანოედან წყალში გადავარდა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი კაცი ყველანაირად ..................
kaxa
29 აგვისტო 2017 23:42
0
დიდი მადლობა ამ გახარებისთვის!!! ბედნიერ მარიამობას გისურვებ!!! დედა ღვთისამ გადმოგხედა და მისი წყალობით კიდევ ბევრს მიაღწევ!!! კომენტარების შეფასების დროს , შემთხვევით უარყოფითს დავაჭირე და ყველამ მომიტევეთ!!!
დათო
27 აგვისტო 2017 20:51
0
გილოცავ!
ვაჟა
26 აგვისტო 2017 20:52
0
ყოჩაღ ზაზა,გილოცავ ამ დიდ მიღწევას.შენ ისეთი კაცი ხარ ,ალბათ ამასაც არ დასჯერდები და მეც უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.გაიმარჯვე,გაიხარე და ჩვენც გაგვახარე.
სოსო
26 აგვისტო 2017 18:54
0
ამ ხუმრობა-ხუმრობაში უკვე ოლიმპიური მედლის დაგეგმვაც შეიძლება ამ ბიჭით...საღოლ ძმა და არ ვიქნები ფამილარული თუ ვიტყვი რომ ეს მსოფლიოს ვერცხლი ოქროზე მეტად ფასობს
მიხედეთ ამ ბიჭს
26 აგვისტო 2017 18:20
0
სამაგალითო კაცი, გაიხარე, ამ ტემპით, თავმდაბლობით, კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწევს, გაიხარე ზაზა.
ლევანი
26 აგვისტო 2017 17:22
0
უძლიერესი კაცი! ძალიან გამწხარდა.
რეზო
26 აგვისტო 2017 17:10
0
ა, კაცი! სხვებივით დღე და ღამე ტელევიზორში კი არ არის და ტვინს კი არ გვიბურღავს წარმატებებით. შრომობს და შედეგიც მალე იქნება!
mamuka
26 აგვისტო 2017 16:08
0
მაგარი კაცი ხარ ზაზა! შემდეგი ოლიმპიადა შენია!
B-52
26 აგვისტო 2017 15:38
0
ოქრო კაცი!!!
ჯონდო
26 აგვისტო 2017 15:13
0

სიახლეები პოპულარული