ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უნგრეთში, შეგედში  მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაზე C1 200 მეტრზე სპრინტში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალიც მიიღო.

ზაზას 200 მეტრის დასაფარად 40.24 წამი დასჭირდა. პირველ ადგილზე ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუსტასი გავიდა 39.36 წამით, ხოლო მეორე ადგილი ბელორუსმა არტსემ კოზირმა დაიკავა 40.08 წამით.

მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე ეტაპი იმართება და მსოფლიო ჩემპიონი საერთო ჩათვლით გამოვლინდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ მომავალში მსოფლიო ჩემპიონატის რომელ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას ზაზა ნადირაძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ ზაზას! თქვენც გილოცავტ ხალხო!
aburjga
25 აგვისტო 2019 17:34
0
აი ვინ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და არა ფეხბურთი.წარმატებები ამ ვაჟკაც ბიჭს და მადლობა მას!
Jordan Beli
25 აგვისტო 2019 18:31
1
ვულოცავ ზაზას ბრიმჯაოს მედალს.მთავარი,ოლიმპიადაა.იქ სხვა დისტანციაზე გამოვა,მაგრამ უკეთესი ადგილის იმედი მაქვს.
სოსო
25 აგვისტო 2019 17:07
2
წინადადებები გამართეთ. რა უბედურებააა... ქართველი ნიჩბოსანი მე-3 ადგლილ დაიკავა......
ჯეკო
25 აგვისტო 2019 17:19
0
მიდი მიაწექი ზაზა. მთელი საქართველოს ნიჩბოსანთა და კეთილმსურველთა არმია, შენს გვერდითაა.
გიორგი
26 აგვისტო 2019 09:35
0
მაგარი ადამიანია!!! ჩუმად აკეთებს თავის საქმეს!!! ყოველთვის, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მიდის შეჯიბრზე და ბრუნდება მედლით!!!! ღირსეული ქართველი!!!
დათო
26 აგვისტო 2019 14:26
0
ვულოცავ საქართველოს!
მიხარია, რომ ასეთ სპორტის სახეობებში, ესეთი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ჩვენი სპორტსმენები. ცნობადობა და გულშემაგკივართა რიცხვიც იზრდება, იმედი მაქვს, რომ შესაბამისად გაიზრდება ყურადღებაც და დაფინანსებაც ასეთი სპორტის სახეობების! დავიღალეთ ათასი სულელური ამბის მოსმენით და ყურებით, მეტი სპორტული სანახაობა გვჭირდება განსატვირთად.
გულშემატკივარი
25 ივნისი 2023 23:48
0

სიახლეები პოპულარული