"ის ფსიქოპათია და მოკვლით მემუქრებოდა" - რონალდოს ყოფილი კეტრინ მაიროგას გამოექომაგა

AutoSharing Option
ინგლისელმა მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ჟასმინ ლენარდმა გამოთქვა სურვილი, კეტრინ მაიორგას ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმეში დაეხმაროს.

"ბევრი ფიქრის შემდეგ მივმართავ კეტრინ მაიორგას იურისტების გუნდს, რომ დავეხმარო მას კრიშტიანო რონალდოსთან წინააღმდეგ საქმეში. გთხოვთ, შემეხმიანეთ. მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩემი აზრით, თქვენი საქმისთვის სასარგებლო იქნება.

ცხოვრებაში არ არსებობს სხვა რამე, რაც უფრო მეტად მეზიზღება, ვიდრე დამშინებლები. ეს ადამიანები იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას, რომ სხვა ადამიანები დააშინონ, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. არავის მცირედი წარმოდგენაც კი არ აქვს, ვინ არის კრიშტიანო.
მაგრამ ადამიანებს სულ ცოტა წარმოდგენა რომ ჰქონდეთ მასზე, მათ შეეშინდებოდათ.

ხელდაკრეფილი ვეღარ ვიჯდები და ვერ ვუყურებ იმას, თუ როგორ იტყუება თავისებურ ქედმაღლურ უგრძნობ მანერაში. ვერ ვიჯდები, როცა ის "პიარშიკები" გუნდს, იურისტებს და გამომძიებლებს ქირაობს, რათა კეტრინ მაიორგა შეაშინოს. ყველაფერს ვიზამ, რომ დავეხმარო მას.

სიტყვა "არა" ნიშნავს "არას", სიტყვა "გაჩერდი" ნიშნავს "გაჩერდის". თუ სქესობრივ აქტს განაგრძობ, როცა ქალი ყვირის, რომ გაჩერდე, მაშინ შენ მოძალადე და მონსტრი ხარ. ასეთ შემთხვევაში, საერთოდ არ მაინტერესებს, რა კარგად ურტყამ ბურთს.

მნიშვნელოვანია ისიც, როგორ იქცევიან რონალდო და მისნაირები მომხდარის შემდეგ. ისინი გულწრფელად მიიჩნევენ თავს ხელშეუხებლებად, რადგან ცნობილები არიან. იმან, თუ როგორ მოიქცა რონალდო წაყენებული ბრალდების შემდეგ, ფიზიკური ზიანი მომაყენა. მან ზეადამიანის პოზა მიიღო და ნული მგრძნობელობა გამოავლინა კეტრინისა და სხვა სექსუალურად ძალადობის მსხვერპლების მიმართ. მას ჰგონია, რომ ეს ხელიდან გამოუვა, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ მოხდება.

მას 10 წლის განმავლობაში ვხვდებოდი. ბოლო წელიწად-ნახევარი პრაქტიკულად ყოველდღე ვლაპარაკობდით და მე მაქვს მესიჯები და ჩანაწერები, რომლებიც შეუფასებელი იქნება კეტრინისთვის და მისი გუნდისთვის. ეს მესიჯები მის ნამდვილ ბუნებას გამოააშკარავებს და ანახებს, რომ ჯანმრთელი არ არის.

გულწრფელ საუბარში ის აღიარებს, რომ მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მისი შვილები და მეგობარი ქალი ტყუილში ცხოვრობენ. ის დამშინებელი და მატყუარაა. მთელი მისი ცხოვრება ტყუილია და ისიც დამპალი ფსიქოპათია. თავი ვინ გგონია, კრიშტიანო.

მეუბნებოდა, რომ თუ ვინმეს შევხვდებოდი ან უბრალოდ სახლიდან გავიდოდი, გამიტაცებდნენ, ხოლო სხეულს დამიქუცმაცებდნენ, ჩანთაში ჩადებდნენ და მდინარეში გადააგდებდნენ. დიახ, მე მაქვს მტკიცებულებები ყველაფრის, რასაც ვამბობ. ის ფსიქოპათია. მიგზავნიდა ქედმაღლურ მესიჯებს, სადაც ამბობდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა, რადგან მსოფლიოს უყვარს ის. ზეიმობდა, რომ არც ერთმა სპონსორმა მასზე უარი არ თქვა. ამბობდა, რომ პორტუგალია ყოველთვის მხარს დაუჭერს მას. მე მას ვუპასუხე, ვნახოთ, მართლა ასე მოხდება თუ არა.

არავინ დაიჯერება ამას, მტკიცებულებები რომ არ მქონოდა. საბედნიეროდ, ჭკვიანი ქალი ვარ და უამრავი მტკიცებულება შევინახე. თამაში დასრულებულია", - დაწერა ლენარდმა "ტვიტერში".

აქვე გეტყვით, რომ ჟასმინი კრიშტიანოს მაშინ ხვდებოდა, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა.

altროგორ გამოიყურება ახლა გოგონა, რომელიც რონალდოს გაუპატიურებაში სდებს ბრალს

altრონალდოს ადვოკატი: გაუპატიურების საქმის დოკუმენტები შეთითხნილია

alt"მას მოეწონა გაუპატიურება და 20 წლის შემდეგ გაახსენდა, რადგან ეს რონალდოა"

altკიდევ სამმა გოგონამ დაადანაშაულა რონალდო გაუპატიურებაში

altDer Spiegel-მა რონალდოსა და მაიორგას შორის დადებული დოკუმენტი გამოაქვეყნა

altმაიორგას ადვოკატები: რონალდოსთან ინციდენტის შემდეგ კეტრინს თავის მოკვლა სურდა

altსკანდალის გაგრძელება: The Sun რონალდოსა და მაიორგას კლუბში ყოფნის ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
Daaklda albat gogos ragaceebi
Baggio
17:48 09-01-2019
2
ასეთი გაუპატიურება არ გამიგია თან გინდა და თან არა
ვახო
17:23 09-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული