ლას-ვეგასის პოლიციამ კრიშტიანო რონალდოს დნმ-ის ანალიზის აღებაზე ორდერი გასცა

AutoSharing Option
ლას-ვეგასის პოლიციამ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს დნმ-ის ანალიზის აღებაზე ორდერი გასცა. რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, საქმის გამოძიებისთვის კი, პოლიციის ცნობით, საჭიროა დნმ-ის ანალიზი.

პოლიციელები აპირებენ, ფეხბურთელის გენეტიკური მასალა კეტრინ მაიორგას კაბაზე აღმოჩენილ მასალას შეადარონ.

მოთხოვნა უკვე გაეგზავნა იტალიის სასამართლო სისტემას. "იუვენტუსის" ფორვარდი 2009 წელს ლას-ვეგასის სასტუმროში კეტრინ მაიორგას მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს.

alt"ის ფსიქოპათია და მოკვლით მემუქრებოდა" - რონალდოს ყოფილი კეტრინ მაიროგას გამოექომაგა

მომზადებულია Wall Street Journal-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ ვიტან ვიგოდნიკებს
ვახო
18:47 11-01-2019
1
სათაური საოცრად გამართულია გრამატიკულად.
ირაკლი
13:27 11-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული