ხალიფას ვიზიტი, როგორც ჩანს, "ვესტ ჰემისთვის" იღბლიანი აღმოჩნდა და მათ მეტოქე 1:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ მათ საშინაო კედლებში "არსენალისთვის" 2006 წლის შემდეგ არ მოუგიათ.
აღმოჩნდა, რომ მია "ვესტ ჰემის" ფანია და შეხვედრის დაწყებამდე საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებული იყო
"ვესტ ჰემი" "არსენალთან" მატჩში აუტსაიდერია, მაგრამ ისინი მოიგებენ. შეგიძლიათ მათზე დადოთ", - დაწერა სოციალურ ქსელში მიამ მატჩის დაწყებამდე.
"მწვანე ქუჩის ხულიგნებს" ვუყურე და სწორედ
მია ხალიფა ლონდონს მხოლოდ მატჩზე დასასწრებად არ ესტუმრა, მან პრემიერლიგის ერთ-ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
"ვესტ ჰემის" მოგების შემდეგ ხალიფამ დაწერა: "ახლა ნამდვილი საფეხბურთო ფანი ვარ. ამ სპორტის სახეობისადმი პატივისცემის გამო მას ფეხბურთს დავუძახებ, ხოლო ამერიკული ფეხბურთი ამიერიდან ჩემთვის "ამერიკული ფეხბურთი" იქნება".
გარდა ამისა, მიამ პრემიერლიგაში მისთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის ვინაობაც გააჟღერა.
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ფელიპე ანდერსონია. მან 8 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და უბრალოდ მინდა ვიცოდე, რომელ შამპუნს ხმარობს", - თქვა ხალიფამ Mirror-თან საუბარში.
წადი შენი, რამოს! - ლორის კარიუსი ყოფილმა პორნოვარსკვლავმაც გაამხნევა