Sports Illustrated-მა 2019 წლის სპორტული პერსონა დაასახელა

AutoSharing Option
ამერიკულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა 2019 წლის სპორტული პერსონა დაასახელა.

ეს აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი მეგან რაპინო გახდა. გარდა ამისა, ის პრემიის 66-წლიანი ისტორიის მანძილზე მე-4 მფლობელი ქალი გახდა.

რაპინომ 2019 წლის "ოქროს ბურთიც" მოიგო, ხოლო სექტემბერში ფიფას ვერსიით წლის ფეხბურთელი გახდა.

34 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი გახდა. 2015-ში ის ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012-ში ოლიმპიური ტურნირის გამარჯვებული იყო.

გასულ წელს აღნიშნული ჯილდო "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული