ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელმა მეგან რაპინომ, რომელიც 2019 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა და "ოქროს ბურთი" მოიგო, კომენტარი გააკეთა ზაფხულში მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მომხდარ ინციდენტზე, როცა მეგანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში თეთრი სახლიდან მიღებულ მიწვევას არ მიიღებდა.
"სიმართლე გითხრათ, ამას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ვერ ვპოულობდი ლოგიკას იმაში, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან კამათი რეზონანსული შეიძლებოდა ყოფილიყო.
პრეზიდენტები არ კამათობენ ადამიანებთან "ტვიტერში". პრეზიდენტები არც ეროვნული გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოდიან და ტურნირზე ყველაზე
მნიშვნელოვანი თამაშის წინ მათზე ზეწოლას არ ახდენენ.
პრეზიდენტები არ ერჩიან ყველა ძლიერ ქალს. ამიტომაც ტრამპი ჩემთვის პრეზიდენტი არაა", - თქვა რაპინომ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით