გთავაზობთ 2021 წლის გამორჩეულ მომენტებს, რომლებიც ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს.
2 იანვარი - ულამაზესი ცა, მთები, ბუნება, ქალაქის ხედი და მფრინავი სპორტსმენი. ეს სილამაზე ინსბრუკში დააფიქსირეს.
18 იანვარი - გრანიტ ჯაკა, დავიდ ლუისი და კალუმ უილსონი ერთმანეთს "გზაჯვარედინზე" გადაეყარნენ.
7 თებერვალი - ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმები ხელოვნების ნიმუშად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. აბა, თუ გამოიცნობთ, როგორ დასრულდა ეს დარტყმა?
9 თებერვალი - "სიბნელიდან-სინათლისკენ", მელბურნი. ფოტოზე უკრაინელი ჩოგბურთელი ელინა სვიტოლინაა გამოსახული.
18 თებერვალი - ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერიდან გამომდინარე, არაერთ დასამახსოვრებელ კადრს შეხვდებით, თუმცა პატარა პეპელასთან
ერთად აღბეჭდილი კადრი იშვიათია.
20 თებერვალი - "ზამთრის კლასიკა" "კოლორადოსა" და "ვეგასს" შორის მატჩში, ულამაზესი ხედი და სანახაობრივი ჰოკეის მატჩი.
7 მარტი - თოვლი, ძაღლები და ფლამინგოს ფარა ერთად? არ გეჩვენებათ, ეს ალასკაა, სადაც ძაღლების სასწავლებელი "რბოლები" იმართება, წითელი ფერის ფლამინგო კი სპეციალური ნიშანია.
8 მარტი - სიტყვებიც ზედმეტია... გაყინული ბაიკალის ტბა და ჰოკეის მატჩი.
2 მაისი - მართალია, "ბარსელონა" ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, თუმცა ეს ქალებს არ ეხებათ. მათ შეძლეს და მიყოლებით მოუგეს "მანჩესტერ სიტის", პსჟ-სა და "ჩელსის".
6 ივნისი - აზერბაიჯანში ფორმულა 1-ის მომავალმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა ფინიშის ხაზამდე მისვლა ვერ მოახერხა. ნიდერლანდელი მრბოლელი ფეხს ურტყამს საბურავს, რომელმაც ის დააღალატა.
12 ივნისი - ევროპის ჩემპიონატის მეორე მხარე (საბედნიეროდ, კარგად დასრულებული), ექიმები კრისტიან ერიქსენის გადარჩენას ცდილობენ, მისი თანაგუნდელები კი წრეზე დგანან... ამ ფოტოს აღწერაც არ სჭირდება, ემოციები, რაც გამოსახულია, ყველაფერს ხსნის.
16 ივნისი - იტალიელი ფეხბურთელები გულშემატკივრებს იმედებს არ უცრუებენ.
28 იანვარი - შვეიცარიელებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, საფრანგეთის სუპერვარსკვლავური ნაკრები სახლში ნაადრევად გაუშვეს.
4 აგვისტო - იაპონელი სუმოისტი და თეთრ ცხენზე ამხედრებული "რაინდი", მართლაც რომ ლამაზი კუთხეა.
8 აგვისტო - ლეომ "ბარსელონა" დატოვა, პრესკონფერენცია და ატირებული არგენტინელი...
11 სექტემბერი - 18 წლის ემა რადაკანუ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია.
12 სექტემბერი - მონცას ტურნირი, მაქს ფერსტაპენი ლუის ჰამილტონს პირდაპირ თავზე დაახტა.
18 სექტემბერი - რა სილამაზეა? 110 000 გულშემატკივარი თეთრი ფერის მაისურითაა შემოსილი.
28 სექტემბერი - პირველად და უკანასკნელად? ახალ გუნდში მესის ავტორიტეტს არ სცნობენ...
29 სექტემბერი - ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი, დიდებული კრიშტიანო რონალდო და გახარებული "ოლდ ტრაფორდი".
2 ნოემბერი - ფრანგი რიშარდ გასკე პარიზის მასტერსზე კორტზე გამოსასვლელად ემზადება, რა სილამაზეა?!
11 ნოემბერი - ბათუმი, საქართველოს ნაკრები შვედეთს მასპინძლობს.
23 ნოემბერი - ლევანდოვსკის ვერც თოვლიანი საფარი შეაჩერებს.
8 დეკემბერი - "ბარსელონა" "ბაიერნთან" დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა... ფოტოგრაფის კლასიკა...
12 დეკემბერი - ატირებული მაქსი, ნიდერლანდელი ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონია!
15 დეკემბერი - ერლინ ჰოლანი ჰაერში. ისე, მართლა როგორ ახტა ამხელაზე?
13 ივნისი - ყველაზე ლამაზი ფოტო ბოლოსთვის შემოგინახეთ. როლან გაროსი და სტეფანოს ციციპასი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. ბერძენი ათლეტი კორტზე ანათებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით