რონი ო'სალივანმა შეხვედრის მიმდინარეობისას დაიძინა

AutoSharing Option
სნუკერის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე რონი ო'სალივანმა თამაშის მიმდინარეობის დროს დაიძინა.

ეს ფაქტი შოტლანდიის პირველობაზე, ჩინელ ჰანგ ლისთან დაპირისპირებაში მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ო'სალივანმა განაცხადა, რომ ხშირად ძილი ექიმმა ურჩია.

''როდესაც გეძინება და ამის შესაძლებლობა გაქვს, უნდა დაიძინო.

მე ნამდვილად დაღლილი ვიყავი და ფრეიმებს შორის შესვენებით ვისარგებლე.

ექიმმა მითხრა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა დავისვენო და გამოვიძინო'', - აღნიშნა სალივანმა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის დროს მოედანზე ძინავთ და ამან შესვენებაზე თუ დაიძინა არა უშავს
1

სიახლეები პოპულარული