ტრილოგიის დასასრული - კონორ მაკგრეგორი ნეიტ დიასთან იჩხუბებს

AutoSharing Option
UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა პირობა დადო, რომ ნეიტ დიასთან მესამე ბრძოლას გამართავს.

"ნეიტ დიასი ნებისმიერ შემთხვევაში რევანშს მიიღებს. ეს ბრძოლა ყველა შემთხვევაში შედგება. მან მომცა რევანში და მეც მივცემ. არ ვიცი, როდის მოხდება ეს, მაგრამ ტრილოგიას დავასრულებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ", - განაცხადა მაკგრეგორმა MacLife-თან.

ასევე, კონორმა განაცხადა, რომ მეივეზერთანაც გამართავდა ბრძოლას.

"კარიერის გაგრძელების ძალიან ბევრ ვარიანტს განვიხილავ. მათ შორის არის კრივის ბრძოლებიც. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მეივეზერთან რევანში. ძალიან გამიხარდება, თუ მამაცობა ეყოფა და ჩემთან გალიაში მოვა და ММА-ს წესებით ვიჩხუბებთ,
მაგრამ თუ რინგზე შეხვედრას შემომთავაზებენ, სიამოვნებით დავთანხმდები. ჩემი ერთადერთი პირობაა არანაირი ცვლილება წესებში. თუ ეს ММА-ა, მაშინ სუფთა ММА იყოს; თუ კრივი, მაშინ სუფთა კრივი. თუ ფლოიდს ჩხუბი სურს, მაშინ რევანში გავაკეთოთ, მაგრამ არ არის საჭირო სიტყვების ჰაერზე ყრა, თუ მას ეს არ სჭირდება", - თქვა კონორმა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის ბრძოლა 6 ოქტომბერს გაიმართება.

altეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]

altჩეჩენი მებრძოლი კადიროვზე ნათქვამის გამო მაკგრეგორს პასუხს სთხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული