დოღი ახმეტაში - ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნისთვის

AutoSharing Option
ახმეტაში საცხენოსნო კლუბ ,,ჯარჯის“ ორგანიზებითა და „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ მხარდაჭერით დოღი გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები ერთმანეთს 3 სხვადასხვა დისტანციაზე შეეჯიბრნენ.

ერთ კილომეტრიან მანძილზე შერეული ჯიშის ცხენებით ასპარეზობაში გამარჯვებული საბა ეხვაია გახდა, ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ "ხარებას" სპორტსმენი 5 კილომეტრიან დისტანციაზეც, ტრადიციული და შერეული ჯიშის ცხენებში, ფინიშთან პირველი მივიდა.

2 კილომეტრიან მანძილზე წმინდა სისხლის ინგლისური ჯიშის ცხენებით ასპარეზობაში პირველობა კლუბ „ჯარჯის“ მხედარმა, ხვიჩა აბელაშვილმა არავის დაუთმო.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულებს
თასები და მედლები გადაეცათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული