გურამ თუშიშვილს ყაზახეთში ნახევარფინალი წააგებინეს? - ის სკანდალისტად მონათლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკ კურესში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მონაწილეობა სკანდალური გამოვიდა.

შარშან თუშიშვილი ფინალში მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა, ახლა კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ისევ წააგო. ყაზახმა ილეთი შეასრულა, რომელიც მსაჯებმა სუფთა გამარჯვებად შეაფასეს, თუშიშვილმა კი მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა და მესამე ადგილისთვისაც არ იჭიდავა.

თუმცა, თავად ყაზახებიც აღიარებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მსაჯის გადაწყვეტილების ობიექტურობაში. გურამმა ჩათვალა, რომ არბიტრები მასპინძელს მიუდგნენ და ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახური საიტი "კარავანი" ამ ნახევარფინალის შესახებ შემდეგს წერს:

"ერთი წლის წინ ქართველი მოჭიდავე აიბეკთან ფინალში დამარცხდა და თქვა, რომ მასზე უარყოფითად ზედმეტმა თავდაჯერებამ იმოქმედა. იმ წაგებიდან მან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე ორი შეფასება "ბუკი" მოიპოვა, მაგრამ ნუგიმაროვი, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეტევისთვის მომენტის შერჩევის საოცარ უნარს ამჟღავნებდა, მოწინააღმდეგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და შესანიშნავი ილეთი ჩაუტარა. თავიდან მსაჯმა ეს "ჟარტილაით " შეაფასა, მაგრამ ხალიჩის ხელმძღვანელთან და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა მოგება ჩაუთვალა.

გადამწყვეტი ეპიზოდი რამდენიმეჯერ გაამეორეს დიდ ტაბლოზე, მაგრამ ძნელია იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ერთი ბეჭით შეეხო ქართველი ხალიჩას თუ ორით. თავად თუშიშვილი თვლიდა, რომ ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ყაზახის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მან მეტოქეს და მსაჯს ხელი არ ჩამოართვა. თუშიშვილი იმდენად სერიოზულად განაწყენდა, რომ მესამე ადგილისთვის არ იჭიდავა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბიბიკოვს დარჩა".

ფინალში ნუგიმაროვმა თანამემამულე მუზაპაროვს სძლია, ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და 10 მილიონი ტენგე ( 26 695 აშშ დოლარი) გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ეს იყო შოუ სადაც თუშიშვილს უნდა წაეგო,რადგანაც ჩვენსა და ყაზახებს შორის თანაფარდობა იყოს.ფეხბურთში ორჯერ დავამარცხეთ და ყაზახეთში მათ ნაციონალურ ჭიდაობაში კიდეევ მათი დამარცხება არ იყო ლამაზი.გამგები გაიგებს.
გიოშა
07 დეკემბერი 2018 17:52
7
იმედია ახლა მაინც იხმარ ჭკუას და მესამედ აღარ წახვალ მაგ ტურნირზე, თუმცა აღარა მგონია მაგათაც შეგაწუხონ.
გენო
07 დეკემბერი 2018 15:53
0
ამ ჭიდაობის არაფერი ვიცი პირველად ვნახე მარა თვით თუშოს იქ მიწვევა დიდ ჰონორარს ნიშნავს მე მაინც შოუ მგონია წაგებაც სკანდალური ხელის არ ჩამორთმევა აბა ამ ყაზახზე დიდი მასები არ დაუმარცხებია თუშოს ძიუდოში?
dato
07 დეკემბერი 2018 10:57
1
ყაზახებმა ფეხბურთში ჩვენთან ორჯერ წააგეს და ერის წინაშე რაღაცით ხომ უნდა გამოეჩინათ თავი.
გიოშა
07 დეკემბერი 2018 15:37
2
ამ ჭიდაობის არაფერი ვიცი პირველად ვნახე მარა თვით თუშოს იქ მიწვევა დიდ ჰონორარს ნიშნავს მე მაინც შოუ მგონია წაგებაც სკანდალური ხელის არ ჩამორთმევა აბა ამ ყაზახზე დიდი მასები არ დაუმარცხებია თუშოს ძიუდოში?
dato
07 დეკემბერი 2018 10:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული