გურამ თუშიშვილს ყაზახეთში ნახევარფინალი წააგებინეს? - ის სკანდალისტად მონათლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკ კურესში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მონაწილეობა სკანდალური გამოვიდა.

შარშან თუშიშვილი ფინალში მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა, ახლა კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ისევ წააგო. ყაზახმა ილეთი შეასრულა, რომელიც მსაჯებმა სუფთა გამარჯვებად შეაფასეს, თუშიშვილმა კი მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა და მესამე ადგილისთვისაც არ იჭიდავა.

თუმცა, თავად ყაზახებიც აღიარებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მსაჯის გადაწყვეტილების ობიექტურობაში. გურამმა ჩათვალა, რომ არბიტრები მასპინძელს მიუდგნენ და ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახური საიტი "კარავანი" ამ ნახევარფინალის შესახებ შემდეგს წერს:

"ერთი წლის წინ ქართველი მოჭიდავე აიბეკთან ფინალში დამარცხდა და თქვა, რომ მასზე უარყოფითად ზედმეტმა თავდაჯერებამ იმოქმედა. იმ წაგებიდან მან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე ორი შეფასება "ბუკი" მოიპოვა, მაგრამ ნუგიმაროვი, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეტევისთვის მომენტის შერჩევის საოცარ უნარს ამჟღავნებდა, მოწინააღმდეგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და შესანიშნავი ილეთი ჩაუტარა. თავიდან მსაჯმა ეს "ჟარტილაით " შეაფასა, მაგრამ ხალიჩის ხელმძღვანელთან და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა მოგება ჩაუთვალა.

გადამწყვეტი ეპიზოდი რამდენიმეჯერ გაამეორეს დიდ ტაბლოზე, მაგრამ ძნელია იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ერთი ბეჭით შეეხო ქართველი ხალიჩას თუ ორით. თავად თუშიშვილი თვლიდა, რომ ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ყაზახის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მან მეტოქეს და მსაჯს ხელი არ ჩამოართვა. თუშიშვილი იმდენად სერიოზულად განაწყენდა, რომ მესამე ადგილისთვის არ იჭიდავა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბიბიკოვს დარჩა".

ფინალში ნუგიმაროვმა თანამემამულე მუზაპაროვს სძლია, ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და 10 მილიონი ტენგე ( 26 695 აშშ დოლარი) გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ეეეეე.. კარგი რა გურამ:((( სუფთაა აბა რა არის? რა არის აქ გასაპროტესტებელი?
Irakliy
06 დეკემბერი 2018 21:58
11
არ გაუპროტესტებია.ხალხს დაანახა,რომ უკმაყოფილო დარჩა,თორემ დიდათ არ უდარდია.
გიოშა
08 დეკემბერი 2018 09:08
0
ამ ყაზახებისაც ვერაფერი გავიგე?! ასეთი გოლიათ ფალავნები ჰყავთ და ძიუ დოს რატომ არ აჭიდავებენ თუნდაც ამ აიბეკ ნუგიმაროვს.
aburjga
06 დეკემბერი 2018 21:55
1
ამათ რაც დღეს იჭიდავეს, იმ აიბეკმა რა ილეთიც ჩაატარა ეს ძიუდო იყო აბა რა იყო თავისუფალი?!
aburjga
06 დეკემბერი 2018 23:02
0
არ კმარა ძიუდოში გოლიათობა. ეგრე მარტივად რომ იყოს საქმე დათო გობეჯიშვილი დახოცავდა ტატამზე ყველას:)))
Irakliy
06 დეკემბერი 2018 22:33
4
წააგებინეს კი არა წააგო. მეტი რა უნდა ექნა?! დააგდო სუფთაზე.
Semi
06 დეკემბერი 2018 21:07
4
საინტერესო იქნება აიბეკის და ტედ რინერის შერკინება! გურამს უბრალოდ ჯანი და მასა არ ყოფნის აიბეკთან საბრძოლველად!
aburjga
06 დეკემბერი 2018 20:53
6
1. ტონგე არაა, ტენგეა!
2. 10 მილიონი ტენგე = $26 925 (ოცდაექვსი ათას ცხრაას უცდახუთ დოლარს!)
aburjga
06 დეკემბერი 2018 20:51
0
არ გამიკვირდა 2700 დოლარისთვის რას იკლავს-მეთქი თავს. ესენი მსოფლიო სპორტს არ ჩამოუვარდებიან ოროსნობაში.
Odala
06 დეკემბერი 2018 21:11
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული