მერაბ დვალიშვილმა დღემდე უძლეველი ბრედ კატონა დაამარცხა [სრული შეხვედრის ვიდეო]

AutoSharing Option
დღეს დილით კანადაში, ოტავას დარბაზში ქართველმა MMA მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კანადელი მოწინააღმდეგე ბრედ კატონა დაამარცხა.

ბრედ კატონას აქამდე გამართული 8 ბრძოლიდან 8-ვე ჰქონდა მონაგები. ხოლო მერაბმა 12 ბრძოლიდან წარმატებას 8-ში მიაღწია.

როგორც მოსალოდნელი იყო ჭიდაობისა და კიკბოქსინგის მონაცვლეობითი სტრატეგიით მერაბმა 2017 წლის "The Ultimate Fighter 27-ის" გამარჯვებული ქულებით დაამარცხა 30:27.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო UFC-ის ფარგლებში გამართულ ბრძოლებში. როგორც თვითონ თქვა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში, ეს გამარჯვება აუცილებელი იყო UFC-ში დასარჩენად. კონტრაქტი 4 ბრძოლას გულისხმობდა და მარცხის შემთხვევაში დაბალი რანგის ორგანიზაციის ფარგლებში მოუწევდა ჩხუბი.

ამ გამარჯვების შემდეგ მერაბს 4 მარცხის
წილ 9 მოგება აქვს და ყველაზე პრესტიჟული კომპანიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას.

ბრედ კანტონა - მერაბ დვალიშვილი (ნაწილი 1)

ბრედ კანტონა - მერაბ დვალიშვილი (ნაწილი 2)
მკითხველის კომენტარები / 9 /
გაიხარე, გილოცავ, კარგი იყო!!!! ტავიდანვე ისეთი თვითდაჯერებული იყავი, ვიცოდი - მოიგებდიიიიიიიიიიი!!! ,,ჩაქუჩაზე'' მწყდება გული, დაჭერილი, რომ არის!!!! ისიც რეებს ,,დაატრიალებდა'' ხო ვიცი.....
0
მაგარი კაცი
fifa
15:18 06-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული