არანორმალური იტალია: სერია A-მ რასიზმთან ბრძოლის კამპანიისათვის მაიმუნების ფოტო წარადგინა - 16 დეკემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გვარდიოლა VS რეალი - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია.

2. ჩაკვეტაძე და ქვილითაია "რომას" წინააღმდეგ - ევროპა ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია.

3. ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩების გამართვის თარიღები.

4. ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია.

5. "რეალისა" და "სიტის" წარმომადგენლებმა საქებარი სიტყვები გაცვალეს.

6. გიორგი დიასამიძე "შახტიორში" გადავიდა და წარმატებულად ასპარეზობის იმედი აქვს.

7. ყოფილი ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიაზე სფფ საფეხბურთო ცენტრს ააშენებს.

8. სკანდალი ჩოგბურთში: გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელიც ახსენეს.

9. ნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ
ინფორმაცია - ქართული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია.

10. უეფამ გია ცეცაძე 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

11. "ტორპედოს" პრო-ლიცენზიის მიღებას ფანკლუბი "მიცვალებულის წამოდგომის" სცენით შეეხმიანა.

12. კარლო ანჩელოტი ინგლისში არ ყოფილა და "ევერტონის" მწვრთნელობას არ აპირებს.

13. ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ევრო 2020-ს გამოტოვებს.

14. იტალიის სერია A-ს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ისინი რასიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ იწყებენ კამპანიას და ამ აქტივობის მთავარ ფოტოზე მაიმუნები არიან. აღნიშნული ნახატი არტისტ სიმონე ფურგაძოტოს ეკუთვნის, რომელიც მაიმუნებს წლებია ხატავს. რასიზმთან მებრძოლმა ორგანიზაცია Fare-მ აღნიშნულ კამპანიას იდიოტური ხუმრობა უწოდა და განცხადებაში აღნიშნა, რომ სერია A-ში წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ კაპიტანი გიგაური და ძმანი მისნი რომ ყავდეთ მსგავს სისულელეს ხომ არ ჩაიდენდნენ.
1

სიახლეები პოპულარული