ირანში სიკვდილით მორიგი ახალგაზრდა სპორტსმენი დასაჯეს

AutoSharing Option
ირანში 30 წლის მოჭიდავე მეჰდი ალი ჰოსეინი სიკვდილით დასაჯეს.

მას ბრალად 2015 წელს მასობრივ ჩხუბში მონაწილეობა და კონკრეტული პიროვნების მკვლელობა ედებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჰოსეინის ოჯახმა მოჭიდავის გათავისუფლებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მეჰდი სიკვდილით დასაჯეს.

ლეგენდარულმა ირანელმა მოჭიდავემ, მსოფლიოს, ოლიმპიადისა და აზიის ჩემპიონატების ოქროსმედალოსანმა ჰამიდ სოურიანმა, მოკლული მოჭიდავის ოჯახს შუამდგომლობით მიმართა, რათა სამართალი აღდგეს.

30 წლის მოჭიდავემდე ახალგაზრდა ნავიდ აფკარიც სიკვდილით დასაჯეს (2020 წლის სექტემბრის თვეში). აფკარი ირანის ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი გახლდათ უცხოურ ტურნეებზე, ბრალად კი  უსაფრთხოების ოფიცრის მკვლელობა ედებოდა.

ჭიდაობის
გაერთიანებულმა ფედერაციამ განმარტა, რომ მეჰდი ალი ჰოსეინის ამბავი ამა წლის 9 იანვარს გაიგეს და ამ თემასთან დაკავშირებით ირანის ფედერაციას მიმართეს კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, საქმე სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლის დარღვევას ეხებოდა.

მეჰდი ალი ჰოსეინი რეგიონალურ ტურნირებში მონაწილეობდა, ეროვნულ ნაკრებში არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

მომზადებულია bloodyelbow-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირანი - ბნელეთი.
და ამ ქვეყნიდან უვიზოდ ვუშვებთ ხალხს საქსრთველოში. და მერე ამას ტურიზმს ვეძახით.
გენა
22:33 01-02-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული