ქართველი პარაოლიმპიური დელეგაცია სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
როგორც Japan Today იუწყება, საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაცია სკანდალში გაეხვა:

"ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქართველი პარაოლიმპიური სპორტსმენის წინააღმდეგ, რომელიც სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული.

პოლიციისა და სასტუმროს განცხადებით, პარაოლიმპიელი, რომელიც ძიუდოისტია და მისი რამდენიმე თანაგუნდელი, 12 აგვისტოს დილით დილით  სასტუმროს დერეფანში ხმაურობდნენ. სასტუმროში კარანტინი იყო მას შემდეგ, რაც ქართველთა გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როდესაც სასტუმროს მცველი, რომელიც 60 წლისაა, ცდილობდა ისინი გაეჩუმებინა და თავიანთ ოთახებში დაებრუნებინა, ძიუდოისტმა ის იატაკზე დააგდო. სასტუმროს თანამშრომელს ნეკნის მოტეხილობა აქვს.

პოლიციამ დაჰკითხა ძიუდოისტი,
რომელმაც აღიარა, რომ ის და მისი კოლეგები ალკოჰოლს სვამდნენ. პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, რომ ძიუდოისტებს, სავარაუდოდ, სამშობლოში დააბრუნებენ."

იაპონური NHK News-ის ცნობით, ეს სპორტსმენი 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და წლევანდელის ფავორიტი - ზვიად გოგოჭურია.

პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოს იწყება. პარაძიუდოში საქართველოს ღირსებას 6 სპორტსმენი იცავს.

altსაქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია






მკითხველის კომენტარები / 5 /
და სად არა დუღს კორუფცია ქვეყანაში?)))))))))))
კარგით რა
16 აგვისტო 2021 16:22
1
vis rat unda tkveni medali tu qveyanas ukulturod da velurad gaacnobt msoflios.meramdened xdeba aseti aseti sasircxvilo qmedeba sportsmenebisgan tavshi aqvt avardnili.
lapsha068
16 აგვისტო 2021 13:24
0
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის ჭაობი და დუღს კორუფცია!
ლადო
16 აგვისტო 2021 13:13
1
სირცხვილი და თავის მოჭრა.
მახო
16 აგვისტო 2021 13:11
0
:)) ხახა,
muxa
16 აგვისტო 2021 13:09
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული