თინა კანდელაკს "გაზპრომ მედიის" ვიცეპრეზიდენტობა "ჩაახუტეს"

AutoSharing Option
რუსულ ჰოლდინგ "გაზპრომ მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ წარმოშობით ქართველი, რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი დანიშნეს.

იქამდე კანდელაკი "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო.

"უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენი ჰოლდინგის წინაშე, რომელიც უდიდესი კონკურენციის ფონზე მუშაობს, ძალიან ამბიციური გამოწვევები დგას.

გენერალური დირექტორის მხრიდან მიღებული ეს შემოთავაზება "მატჩ ტვ"-ის პროდიუსერობაზე არანაკლებ დიდი გამოწვევა იყო. მთელ ძალისხმევას ჩავდებ, რათა ამოცანები ფრიადზე გადავჭრათ", - თქვა კანდელაკმა.

"გაზპრომ მედია" რუსულ და ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ყველაზე მდიდარი და უხვი რესურსების მქონე მედიაჰოლდინგი გახლავთ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი მმართველი წრეების
მიერ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენება ხოლმე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
საინტერესო რამ არის მამით ბერძენი დედით სომეხი აზროვნებით რუსი …და ქართველად რატომ მოიხსენიებთ ??? ვინმე საამაყო რომ იყოს ან რამე გაეკეთებინა საქართველოსთვის ( გარდა იმისა რომ დაბადებულთა სტატისტიკაში მოხვდა) კიდევ ხომ და ეს არსება მართლაც რომ ქართველი იყოს სირცხვილის გამო უნდა მალავდეთ და თქვენ კი პირიქით აპიარებთ …
მდააა
19:12 08-09-2021
11
რა უმუშავია.....
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული