![](https://sportall.ge/pictures/image5/ea6b9acc5478d12f259655ebac8413d8.jpg)
კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონმა დავით ქირიამ One Championship-ის გრანპრიზე 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გერმანელი ენრიკო კელი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ქირიამ, რომელსაც 40 მოგება და 18 მარცხი აქვს, კარიერაში ნოკაუტით მე-17 ბრძოლა მოიგო.
ნახევარფინალში ქირიას მეტოქე თურქი ტაიფუნ ოზკანი იქნება. ტურნირის საპრიზო ფონდი ერთი მილიონი დოლარია.