შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციებთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი სეოკ-ში შეხვდა ზამთრის სპორტის სახეობების - სათხილამურო, ყინულის ჰოკეის და ბიატლონის ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მზადების საკითხები. ეს მულტისპორტული შეჯიბრება 2025 წელს ბაკურიანში უნდა გაიმართოს.

მამუკა ხაბარელმა ფედერაციების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია ფესტივალისთვის მზადების თაობაზე, გაეცნო არსებულ მდგომარეობას, ისაუბრა ფესტივალის საორგანიზაციო საკითხების შესახებ. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, როგორც 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის წევრი, უახლოეს დღეებში მიემგზავრება იტალიაში საკოორდინაციო კომისიის მორიგ შეხვედრაზე. იქ მიღებული გამოცდილება და
ცოდნის გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი იქნება 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის სპორტული დირექტორები - ივანე მეკრავიშვილი და გიორგი ესაკია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული