უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერად "ლუჟნიკებში" 200 ათასი ადამიანი მივიდა

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე - "ნაციზმის გარეშე მშვიდობისათვის! პრეზიდენტისათვის", რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის, 200 ათასი ადამიანი მივიდა.

ამდენი ადამიანი 2018 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზეც კი არ ყოფილა - 100 ათასი არენაზე და 100 ათასი მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სტადიონზე სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციამ ხალხი გენოციდისგან უნდა იხსნას, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დონბასელები არ შეურიგდნენ და რუსეთში ასეთი ერთობა დიდი
ხანია არ ჰქონიათ.

გასაკვირია, რომ პუტინის გამოსვლა ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსს ხალხშიც არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები.ძალიან ახლო მეგობრები გვყვავს მოსკოვში და ბევრ ქართველს ჯობნიან ყველანაირად. გიჯდებიან საქართველოზე და ქართველებზე და არ მოსწონთ ეს ოხერი პუტინი და მისი პოლიტიკა. ისე, რომ ეს ანტი რუსული შიზოფრენიული პროპაგანდა ნამდვილად ცუდად წაადგება საქართველოს და ქართველ ხალხს. ნუ გავიწყდებათ, რომ რუსეთშიც არიან უამრავი ქართველები, რომლებიც იქ მუშაობენ და ისე არ მოხდეს, რომ ამ ანტი რუსულად განწყობილმა ისტერიამ, აქეთ მოუწიოთ ჩამოსვლა. ამაზეც დაფიქრდით ქართველებო!
ნამეტანი ნუ ვიცით ქართველებმა ,ემოციებზე აყოლა.
21:59 19-03-2022
2
სამწუხაროდ, სულ მცირე, სამი მაგდენი საქართველოში უჭერს მხარს რუსეთს, ერშიც და ბერშიც.
ტაბუ
07:52 19-03-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული