ვლადიმერ პუტინი რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზიდან მოხსნას გამოეხმაურა:
"განსაკუთრებით, ჩვენს პარაოლიმპიელებს - თქვენ პეკინის ოლიმპიადისთვის ემზადებოდით ღია და სამართლიან ორთაბრძოლაში თქვენი დამსახურებული სტატუსის დასამტკიცებლად. როგორც განვითარდა მოვლენები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი კრიტიკის მიღმაა.
რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზიდან მოხსნა არა მხოლოდ სპორტის ფუნდამენტური პრინციპების, არამედ ღიად და ცინიკურად ადამიანების უფლებების დარღვევაა, რომელიც მიღებულია გაეროს 1948 წლის ასამბლეაზე. იქ წერია, რომ საუბარია არა ქვეყანაზე, არამედ ათლეტზე.
ჩვენი სპორტსმენების მიმართ დისკრიმინაცია სუფთა პოლიტიკური მიზეზებითააა გამოწვეული, რომელიც მათი ეროვნებისა და მოქალაქეობის გამო
რეკომენდაციების საფარქვეშ სანქციები შემოიღეს, სპონსორებზე არაერთი რამეა დამოკიდებული, კონკრეტული თანხის ჩანთები... კომერციული დამოკიდებულება ყველაფრის გადაგვარებას გამოიწვევს" - განაცხადა პუტინმა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით