მოქალაქეები თბილისში სტადიონის ბოქლომით ჩაკეტვას აპროტესტებენ [PHOTO]

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში თბილისში, "ნაძალადევის" მეტროსადგურის უკან მდებარე ტერიტორიაზე, სტადიონის ბოქლომით ჩაკეტვას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ სპორტულ ნაგებობაში შესვლას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წერს:

Sportall.Ge

"გამარჯობა. უკვე ერთი კვირაა, ნაძალადევის მეტროს უკან მდებარე სტადიონი ასეთ სიტუაციაშია - ჩაკეტილია და არ ხსნიან არც დილით, არც საღამოს. დღეს მივედით, გამოვარდნენ და თქვეს, რომ ეს ყველაფერი მთავრობამ გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ სიცრუეა, იმიტომ, რომ პირველი რესტავრაციის დროს, როცა მუშები მუშაობდნენ, კარების დაკეტვაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ქალბატონი
ყოველდღე კეტავს სტადიონს იმიტომ, რომ ხმაური აწუხებს."

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოსტები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება. Sportall.ge-ს მიზანია, ამ თემის აქტუალიზებით, შესაბამისმა ორგანოებმა იმოქმედონ და გავარკვიოთ, სტადიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება რას ემსახურება ან ვის მიერ განხორციელდა.

alt"წადი!.. წადი!..." - ავჭალის სტადიონის შესასვლელში დაძაბულობაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
შსს საც რატომ აქვს დაკეტილი მოედნები თავის განყოფილებებთან, არ ურჩევნიათ გააღონ და ახალგაზრდები ჩართონ სპორტულ ცხოვრებაში თავადაც ეთამაშონ, უფრო ახლოს ეყოლებათ და უკეთ მე მგონი უკეთესი იქნება
სოფიო გეგელიშვილი
04 აგვისტო 2022 20:16
1
გატეხოს მერე...
სკლინტამ
ჩაქუჩით
გატუზო
04 აგვისტო 2022 15:17
0
...რაც შეეხება იმ ქალბატონს ხმაური რომ აწუხებს-ტ..აური აკლია და ხმაურიც მაგიტომ აწუხებს)
გიუᲨა
04 აგვისტო 2022 13:59
4
ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ წერს დოროყაანთ დედაკაცის ჩაკეტილი იქნება)
გიუᲨა
04 აგვისტო 2022 13:56
0
რა უნდა მაგ ბოქლომის გატეხვას? (ხულიგნობას კი არ ვახალისებ, უბრალოდ ამ შემთხვევაში გამართლებულია !) ტროტუარიც გადაკეტონ ბარემ :@
ილია
04 აგვისტო 2022 13:54
0
თქვენც ეცადეთ,ცოტა ნაკლები იხმაუროთ.კლიტის გაღება კი,არც ისე ძნელია და იუთუბი სავსეა მაგის ვიდეოებით.ხანში შესულ ადამიანებს დიდი ხმაურის გაძლება უჭირთ და ალბათ ის ქალიც ასეთივე მდგომარეობაშია.გაუგეთ მას,და ალბათ ისიც გაგიგებთ.თუ გამგეობამ ჩაკეტა,მაშინ რა თქმა უნდა სხვა საქმეა.
სოსო
04 აგვისტო 2022 13:48
1
ვიღაც ბებოს ხმაური აწუხებს და ბავშვებმა რა ჰქნან? მოდი ბავშვებს სტადიონის კარი გავუღოთ და ბებოს ბინის გაყიდვაში და სადმე სოფელში სახლის ყიდვაში დავეხმაროთ სადაც წყნარად შეძლებს ცხოვრებას )
juve
04 აგვისტო 2022 13:16
1

სიახლეები პოპულარული