"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
რა უნდა ამ ნაცს?უკრაინაში ყველა ნაცები არიან და ფულის გამო ომობენ.ეს არველაძე როგორც ყველა ნაცი შოუმენია..გულზე სკდება წარმატებული ფედერაცია რომ გვყავს..
Andro
04 დეკემბერი 2022 23:32
74
მართლა ესეთი ხარ თუ სამსახური გაქვს ესეთი?
ნაცი
05 დეკემბერი 2022 00:17
10
კარგია ანდრო 1200 ლარიანი სამსახური ჭამე ანდრო ჭამე გაძეხი! შენ მონა შენ გაძეხი შენ ხომ კარგად ხარ ანდრო ერთი შენი მეზობლისაც შენ ხომ კარგად ხარ ანდრო!
.
05 დეკემბერი 2022 02:34
21
ყველა გამოხმაურება
ტრაგედიაა ძალიან დიდი ტრაგედიაა საქართველოსთვის.ერთი რამე უნდა ითქვას ქართველი მებრძოლი საქართველოს მიწას უნდა იცავდეს ვითუმეტეს საქართველო ჯერ სამშვიდობოს არ გასულა. ჩვენი ქვეყნის მიწაზე უცხო ჯარი დგას ამაში დიდი წვლილი წინა მთავრობებს მიუძღვის და რა საშიშროებას წარმოადგენს ეს ყველა ქართველმა მებრძოლმაც და არა მებრძოლმაც ერმა და ბერმაც კარგად უნდა გააცნობიეროს.უკრაინის მთავრობა კი დიდ ავანტურაშია ჩართული და აქეთ წყრებიან გეგონება საქართველომ ჩააბა რუსეთთან ომში.ეს ომი და მისი შედეგები ბაიდენის ადმინისტრაციას მოკითხონ თუმცა დიდი ეჭვი მაქ თვითონაც ნაკლებად ადარდებთ უკრაინის და უკრაიმელი ხალხის ბედი.საქართველოს კი არსად დასაკარგი შვილები არაყავს.
ქომაგი
05 დეკემბერი 2022 01:31
24
Chemi komenti ratom ar gamoaqvenet? ,,გმირებს დიდება" რომ დავწერე ეგ არ მოგეწონათ თუ ამდენი მოღალატე და ტვინგამოფიტული რომ გვყავს ეგ რომ ვთქვი?
ბს
04 დეკემბერი 2022 23:37
23
სიმართლე მაინც სხვაგანაა, ქვეყანაში არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული საზოგადოება აქეთაა ქოცები და ქვეყნის მტრად აცხადებს ნაცებს თავის მხარდამჭერებიანად იქეთ კიდე ნაცები აცხადებენ ოცნებას პრორუსებად და მოღალატეებად და ნება რომ მისცეთ ეს ხალხი უკრაინაში კი არა აქ გააჩაღებენ სამოქალაქო ომს ვიმეორებ ორივე მხარე. რაღაც ანომალიური სენი ჭირს ამ ქვეყანას იმის მაგიერ დაჯდეს ეს დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ ერთი რამისათვის გადადვან ეს პირადი ამბიციები გვერდზე მოილაპარაკონ გამოაცხადონ ლოზუნგად უპირველეს ყოვლისა სამშობლო საქართველო და მოხდეს დიდი შერიგება და დაისახოს ამ ეკონომიკური ჭაობიდან ამ სამ მილიონიანი ქვეყნის ამოსაყვანად მაგრამ ალბათ აწყობთ ეს დაპირისპირება რომ ხალხს ყურადღება სანახაობაზე გადაატანინონ ამ პურის არ არსებობის პირობებში. თორემ საქმის მკეთებელი მთავრობა და მისი შეცდომების მაკონტროლებელი ოპოზიცია ესა ხომ ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი. აქ კი რა ხდება ორი ბანაკი ისე სისხლად არიან გადაკიდებული ერთმანეთს აფრიკის ველურ ტომებში რომ ვერ ნახავ და ლამის მზადა არიან საჯარო ლინჩის წესი მოუწყონ ერთმანეთს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს უცხო თვალით გარედან მითუმეტეს ევროპიდან. აქ იდეოლოგიების დაპირისპირებაც არარის რასაც მე ვხედავ ეს არის პოლიტიკოსების მანტიაში გახვეული ტიპიური ცეხავიკების და მომხვეჭელობის კასტა და ამის მიღწევის ყველაზე იოლი გზა არის ხელისუფლებაში ყოფნა ან პარტიიდან პარტიაში გადახტომა. ეს არის ქვეყნის წარუმატებლობის პირდაპირი რეცეპტი ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი აბსოლიტურად სხვაგანაა ხალხი კი სხვაგან.
Charley
05 დეკემბერი 2022 00:16
4
ჭეშმარიტად
genius1113
05 დეკემბერი 2022 01:39
1
ეხლა წამოვა ყანდიაშვილის ტროლები....
როკო
05 დეკემბერი 2022 00:09
27
100 % ხარ შოთა. რაც დავიმსახურეთ და ვინც ავირჩიეთ ისეთები ვართ და ისეთებს ვიმსახურებთ.
დააT
05 დეკემბერი 2022 10:14
24
შოთა არველაძეს სახლში შეუხტა ნეტა ვინმე და ნაძვისხიდან შავი ლენტები ჩამოუხსნა???
ზურა
05 დეკემბერი 2022 00:40
63
ზურა შენ ბოტი ხარ ან უარესი გაუნათლებელი შენნაირების გამო მყავს ნახევარი სანაცნობო საზღვარგარეთ! მოღალატე!
.
05 დეკემბერი 2022 02:12
23
რას ვერ ვამბობთ,რას ვერ განვიცდით?ტელევიზიები სულ გადმოსცემენ საწყალი ბიჭების ამბავს,ხალხიც თანაუგრძნობს,იმედია მალე მოხდება მათი ნატანჯი ცხედრების ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაიკრალებიან,როგორც სხვა დანარჩენი ვაჟკაცები...რაღაც სრულიად არასაჭირო,არამიზნობრივი,მეტიც,არაკეთილსინდისიერი,უსამართლო მინიშნებებია ამ კაცის მხრივ.არ შეშვენის!
მერაბი
04 დეკემბერი 2022 23:00
52
შოთა ჭკვიანია, სამომავლოდ იზღვევს თავს. მერე იტყვის, მეც შევაწიე გმირებს ორი სიტყვაო. რა ორაზროვნად კითხულობს: ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკიო. მერედა გეთქვა შე კაი კაცო, ვინ დაგიშალა. მაინცდამაინც 33 უნდა დაღუპულიყო, აქამდე გეძინა? აქ წერენ 1000 დოლარს უხდიან და მაგიტომ არიან წასულებიო. რუსები 3000 -ზე მეტს იხდიან, რატომ იქ არ წავიდნენ? გუცაევის გარდა არცერთ ძველ ფეხბურთელს აღარ ვცემ პატივს, არც მაგათი თასვბი და ჩემპიონობა მაინტერესებს. სამარცხვინოები არიან. არ დამიწყოთ ეხლა დიდი კაპიტანი და ა.შ. კურდღლები არიან ყველა!
ნეიტრალური
05 დეკემბერი 2022 11:31
14
ზუსტად იმდენი წლის ვარ, რამდენისაც დამოუკიდებელი საქართველო და სულ რო წიგნი
არ მქონდეს წაკითხული საკმარისია განვლილ ცხოვრებას გადახედო და გამოიტანო აზრი რო რუსეთი მტერია! არ უყვარს საკუთარი ერი და შენ როგორ შეგიყვარებს. სამწუხაროდ, მარტო ბოტებს ვერ დავაბრალებთ, ირგვლივ გვყავს საკმაოდ ბევრი ასეთი დამახინჯებული ხედვის მქონე ადამიანები რუსეთთან დაკავშირებით. გულისამრევია "მოძმე" ერიო რუსეთზე, რო გესმის, ისევ შენი მეგობრიდან არადა ერთნაერ ეზოსა და გარემოში ვიზრდებოდით.ან კიდე აქ რამის დაწერას რო აზრი ქონდეს...
მიშა
05 დეკემბერი 2022 09:52
11
ზუსტად ეგაა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი და უიმედობის წყარო, რომ ბოტის გარდა ჩვეულებრივი ახალგაზრდა ან ხნიერი ადამიანი, ერთი შეხედვით მოაზროვნე, განათლებული ან თუნდაც გაუნათლებელი რო ყვირის უკვე, მორიდებულადაც აღარ აფიქსირებენ ამ მოღალატეობრივ აზრს... ნაგავმა ხალმხა ზედა ეშელონებიდან, ზუსტად იციან რითი გამოკვებონ ეს აზრი ხალხში და წვეთწვეთად აძლევენ საკვებს მათ დაბრმავებულ ტვინს და ყველა სხვა სიბოროტეზე თვალებს ახუჭინებენ, შუღლს აღვივებენ და მერე ჯინიანობის გამო სხვა საერთო ღირებულებები ავიწყდება ყველას... შეგვაჩვიეს ტრაგედიასაც, უიმედობასაც, მატერიალურ და სულიერ სიღატაკესაც და აღარაფრის იმედი აღარ დარჩა... მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, 20-იან წლებში თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაში 10 წელიწადში საბჭოეთისთვის გულანთებული მოსახლეობა ხო არ გაჩნდა, იყო მარა მინავლებული, ბოროტების იმპერიამაც იგივე გააკეთა, ზოგი დააშინა, ზოგი გამოკვება მისთვის საჭირო ინფორმაციით... ეს ორჯონიკიძეები კიდე არ ჩერდებიან, იდეას მაინც მიყვებოდნენ, ფულზე გაყიდული მოღალატეების ბუდეა უბრალოდ და მეტი არაფერი, რო დაიქცევა ქვეყანა, გაიქცევიან თვითონ "გარყვნილ" ევროპაში და ამერიკაში და ჩვენ უბრალო ხალხს, ვინც გაქცევას ვერ მოასწრებს შეგვატოვებენ მონობას... აი ესაა დასასრული თუ ასე გავაგრძელებთ და თუ რუსეთი მწარედ არ დამარცხდა ამ ბრძოლაში... სამშვიდობო შეთანხმება არ ყოფნის სამწუხაროდ, ძალიან მწარედ უნდა დამარცხდეს, სხვანაირად განწირულები ვართ...
რა მაფიაა?
05 დეკემბერი 2022 11:47
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული