"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პალკინმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და ფიფას მოუწოდა, ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს და მის ნაცვლად მუნდიალზე უკრაინა დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა მასიჰ ალინეჯადმაც გაავრცელა ცნობა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ირანის მუნდიალიდან მოკვეთის მოთხოვნით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა წერილით მიმართეს.

"იმ დროს, როდესაც ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ნაკრების თამაშით ტკბებიან, უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ. თითქმის 250 თვითმფრინავი უკვე თავს დაესხა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.

"შახტარი" მიმართავს ფიფას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ აუკრძალონ ირანის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ჩაანაცვლონ ის უკრაინის საფეხბურთო ნაკრებით", - წერს პალკინი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნოდო ხარ თუ ნოდარიკო, შენ არ თანაუგრძნობ უკრაინელებს? წაიკითხე ჩემი კომენტარი და იყავი შემწყნარებელი დაჩაგრულებისადმი, ვინც რუსების აგრესიის ქვეშაა
პატრიოტი
14:05 28-10-2022
0
მხოლოდ ჯგუფში ჩასმა გინდათ თუ ფლეიოფში პირდაპირ გაყვანაც? თუ მაგას თქვენით იზამთ? ირანი კაი მარა ომი თუ გაქვთ მიზეზი არაა სამიცე ევროტურნირზე რატო თამაშობთ? მოგეგოთ უელსისთვის რახან ომი არ მაქვს ქვეყანაში რამით ნაკლები ვარ? ძალიან ბევრი უკრაინელია ვისაც ომი შეუძლია და კურორტებზე ისვენებს აი მაგათ გამო კი არ იმსახურებენ მსოფლიოზე ყოფნას უკრაინა
ნოდო
06:52 28-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული