როგორც ის აღნიშნავს, მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსი ისეთი არაა, როგორც ნამდვილ სუმოს მებრძოლს შეშვენის და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის.
გორგაძემ თქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და ამიტომ, მარცხენა ხელს სრული დატვირთვით ვერ ხმარობს.
ინფორმაციისთვის, 35 წლის ქართველმა სუმიოსტმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთე მარცხი (შიმაძუუმისთან იორიკირით) განიცადა.
სავარაუდოდ, ლევანი ამ ბაშოს ჩაამთავრებს და კარიერასაც შემდეგ დაასრულებს.