"ქვის ხანაში გვაბრუნებენ, რუსეთის საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს, რომ..." - ანდრონოვი სამშობლოზე, თავისუფლებასა და მარადიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე საუბრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ Sports.ru-მ ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტის, ალექსეი ანდრონოვის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "რა არის შენთვის თავისუფლება?" - რაზეც ანდრონოვმა შემდეგი მიუგო:

"ჩვენ ეს ვიგრძენით 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, მოგზაურობის თავისუფლება. წიგნების, მედიის აკრძალვა და ფილმებიდან გარკვეული სცენების ამოჭრა ქვის ხანაში დაგვაბრუნებს. ამავდროულად, ახალი კანონები მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ახალგაზრდების ინტერესს ტაბუდადებული თემების მიმართ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია გადაადგილების თავისუფლება. მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ვასილი კონოვთან, რომელიც საუბრობდა, ჟენევაში როგორ მიირთმევდა საუზმეს. მე არასოდეს ვყოფილვარ
ჟენევაში, მაგრამ შემეძლო ამეღო დორტმუნდის ბილეთები, წავსულიყავი იქ შაბათ-კვირას ფეხბურთის სანახავად და სუვენირებით დავბრუნებულიყავი. ეს სრული რეალობა იყო. როგორც კირილ დემენტიევმა აღნიშნა, ძალიან რთულია იმ ადამიანის მოტყუება, რომელიც ხშირად მოგზაურობს.

მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ სტატისტიკის ნდობა, მაგრამ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჩვენი მოსახლეობის 75%-ს საზღვარგარეთის პასპორტი არ აქვს, 80% კი არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ. ეს ძალიან ცუდია და საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს.

თავისუფალი ადამიანი ხშირად მოგზაურობს, ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა მოდელს და უყალიბდება კრიტიკული აზროვნება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაფერი საუკეთესო რუსეთში მოიგონეს. ყველგან შეიძლება ნახო რაღაც, რაც რუსეთს უკეთესს გახდის, მაგრამ ამისათვის უნდა იმოგზაურო და ნახო ეს. ჩვენ კი ჩვენს ნიჟარაში შევიყუჟეთ და მათ გამოსასვლელი ამოგვიქოლეს". 

ანდრონოვი ასევე კონსტანტინ მარადიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ჟურნალისტმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა:

"ყველაფერი სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელია. ამაზე ერთი წლის წინ ვისაუბრე. შემდეგი ალბათ ზახარიანია.

დრო გადის და აქ ვერაფერს დაიჭერ. საინტერესოა, რომ "ლოკომოტივმა" ცსკ-დან ორი რუსი იყიდა, მაგრამ სინამდვილეში მიიღო სომეხი და ქართველი", - თქვა ანდრონოვმა.

alt"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

მკითხველის კომენტარები / 14 /
Rusetshi wlebi vicxovre da vici ruseti evropastan shedarebit ramxela fskeria, magram arc saqartveloa rusetze magla im fskerze. Mogzauroba sachiroa rom shinaganad sheigrdno is sxvaoba rac aris erebsa da qveynebs shoris. Evropashi adamianebs pativs scemen yvelanairad, exmareba saxelmwifo rac arc rusetshia da arc saqartveloshi.
.........
11:18 15-08-2023
0
მერე ლგბტ-ს პროპაგანდით რომ დაიწყო დასავლეთმა, შრომის კულტურით, ზრდილობით და ეკონომიკური განვითარების დანერგვით დაეწყო თავისი საქმიანობა, დაუშალა ვინმემ?
მეტი შენი დედა მოვტყან
09:23 15-08-2023
7

სიახლეები პოპულარული