"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურება.

მან თავდაპირველად ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების კარში გატანილი გოლი გამოაქვეყნა და დაწერა:

"Facebook-ის პოლიცია ამის წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ამ წარმატებას. ისე ვგულშემატკივრობ, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი".

მოგვიანებით მან ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ზეიმის კადრებიც გამოაქვეყნა, რის შესახებაც დაწერა:

"ეს არის ნამდვილი ბედნიერება! უბრალოდ, ნახეთ და გაიგებთ, თუ რა არის ფეხბურთი. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთ გარემოში არასდროს უთამაშია და ვფიქრობ, ამას ვერც
მოვესწრებით. შეიგნეთ და დაფიქრდით ამაზე", - წერს ანდრონოვი.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ანდრონოვს საქართველოც ძალიან უყვარს და ქართული ფეხბურთი. თბილისის დინამო მისი საყვარელი კლუბია . ამას 2000–იან წლებშიც და შემდგომაც სულ ამბობდა და თბილისშიც ჩამოდიოდა. ეს და ნტვ ფუტბოლის ძველი შემადგენლობა (რომელიც პროპუტინისტურმა თინა კანდელაკმა და სხვებმა გაყარეს სამსახურებიდან) , თითქმის ყველანი საქართველოს გულშემატკივრები იყვნენ. სტაჟიან ქომაგებს გემახსოვრებათ ეს ყველაფერი
ქართველი
15:01 29-06-2023
1
ვადიმ სინიავსკი 1972 წელს გარდაიცვალა. ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო,-ვ.მასლაჩენკომ თქვა.
ა.
09:47 29-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული